იცნობდეთ... რიანა

იცნობდეთ... რიანა

რიანას დედა ჩვეულებრივი ბუღალტერია, ხოლო მამა ტანსაცმლის მაღაზიაში საწყობის გამგედ მუშაობს.

რიანა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფრჩხილების ფერს, მანიკიურს მას სპეციალურად დაქირავებული სპეციალისტი უკეთებს.

ყველაზე მეტად რიანას მატყუარა ადამიანები არ უყვარს. მისი თქმით, ურჩევნია, პირდაპირ უთხრან, რომ ძროხასავით გამოიყურება, ვიდრე ზურგსუკან ილაპარაკონ.

ბავშვობაში რიანა ეგზორციზმის რიტუალს დაესწრო საკუთარ სახლში.

რიანას ძალიან უყვარს კერძების მომზადება და უარს არც ჭურჭლის გარეცხვაზე ამბობს.

რიანა „რედ ბულის” დიდი მოყვარულია.

რიანა თვითონ იღებავს თმას.

ბოლო მონაცემებით, რიანას სხეულზე 16 ტატუირებაა, მათ შორის, მას კიდევ დამატებით მოუწია დროებითი ტატუების გაკეთება ფილმ „საზღვაო ომის” გადაღებებისთვის.

რიანას თქმით, ბარბადოსზე ცხოვრების პერიოდში მას არც ერთხელ არ მოუსმენია როკ-მუსიკისთვის.

რიჰანას არ უყვარს მექსიკური, ჩინური, იაპონური და ინდური სამზარეულო. ვარსკვლავი პრაქტიკულად არ ჭამს ბოსტნეულს და ძირითადად მხოლოდ ხილით იკვებება.

ბიონსეს გარდა, რიანა მერაია ქერის, ალიშა ქიზისა და უიტნი ჰიუსტონის მსმენელია.

რიანას საყვარელი კინომსახიობები არიან: დენზელ ვაშინგტონი, ჯესიკა ალბა, ჰოლი ბერი და ტერენს ჰოვარდი.

რიანას საყვარელი ფერებია შავი და მწვანე.

საკუთარ თავს რიანა არ მიიჩნევს ლამაზად, პირიქით, ამბობს, რომ ის უშნოა.