ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის კინოვარსკვლავი დერილ ჰანა პირდაპირ თეთრი სახლის წინ დააპატიმრეს და 100 დოლარით დააჯარიმეს.
"ეკოლოგიაში გადავარდნილი" 54 წლის მსახიობი, ასეულობით მომხრესთან ერთად, კანადიდან აშშ-ში ნავთობსადენის მშენებლობას აპროტესტებდა.
ეს მისი მესამე პატიმრობაა - ადრე ლოს-ანჯელესის პარკისა და ვირჯინიაში ნახშირის მთის "დაცვისთვის" დააკავეს.
ბოროტი ენები კი ამბობენ, რომ ჰანას პოლიცია მაშინ არ ერჩოდა, როცა ჯონ კენედი-უმცროსის საყვარელი იყოო.