ტრაგიკული ურთიერთობა - მერილინ მონრო და ჯონ კენედი

ტრაგიკული ურთიერთობა - მერილინ მონრო და ჯონ კენედი

ჯონ კენედიმ და მერილინ მონრომ ერთმანეთი 1960 წელს, ტბა ტახოზე გაიცნეს, როცა მსახიობი იქ ისვენებდა.

თუმცა, თავდაპირველად მონროს მიმართ ინტერესი არა ჯონმა, არამედ, მისმა უმცროსმა ძმამ, რობერტ კენედიმ გამოხატა.

რომანის დაწყების თარიღად 1961 წლის ოქტომბერი სახელდება, კენედი უკვე პრეზიდენტი იყო, ხოლო მონრო – აღიარებული სექს-სიმბოლო. ამ რომანის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტის პირადმა დაცვამ და „ეფბიაის” დირექტორმა ედგარ ჰუვერმა იცოდნენ. ჰუვერის განკარგულებით, მონროზე 24-საათიანი თვალთვალი ხორციელდებოდა და მისი ყველა სატელეფონო ზარი ისმინებოდა.

ჰუვერის აზრით, მონრო ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და, როდესაც 1962 წლის 4 აგვისტოს ვარსკვლავი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ მონრო კენედისთან კავშირს შეეწირა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად თვითმკვლელობა სახელდება.

„მან ძალიან ბევრი რამ იცოდა და იყო სრულიად უმართავი. რა თქმა უნდა ის წარმოადგენდა საფრთხეს ამერიკისთვის,” – წერდა მონროს ერთ-ერთი ბიოგრაფი.