ახალი სკანდალი - ვის დაკითხვას სთხოვენ ამერიკელები მთავარ პროკურატურას

ახალი სკანდალი - ვის დაკითხვას სთხოვენ ამერიკელები მთავარ პროკურატურას

მთავარმა პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა - აფეთქებაში ეჭვმიტანილი მოქმედი პოლიციელი გია სოსიაშვილია, რომელზეც გამოძიება დნმ-თა და სატელეფონო ზარებით გავიდა. საგულისხმოა, რომ ძალოვანებს მკვლელობის მოტივი ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა მიანიშნა, რომ გამოძიება იური ვაზაგაშვილის აფეთქების ერთ-ერთ ვერსიად .. “კორტების საქმესგანიხილავს... მოკლედ, სახელმწიფოში დიდი აჟიოტაჟია. როგორ განვითარდება მოვლენები და გამოიყენებენ თუ არანაციონალებიმათი მმართველობის დროს ჩადენილ გახმაურებულ დანაშაულებს ერთმანეთის წინააღმდეგ? - “ქართული სიტყვააგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკთან, უსაფრთხოების ექსპერტ კონსტანტინე ფორჩხიძესთან.    

 

- ბატონო კონსტანტინე, “ნაციონალთამაღალჩინოსნების დაჭერები რას ემსახურება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა, ვთქვათ, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამირან მესხელის პასუხისმგებლობა ისევ არ დგება? არადა, ნებისმიერ სპეცოპერაციას ვიზირებას სწორედ მესხელი აძლევდა და ამაზექართულ სიტყვაში”, რამდენიმე თვის წინ, ვრცლადაც ვისაუბრეთ...

- 11 პოლიციელის დაჭერა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაზე ერთგვარი პასუხია.

- ესე იგი, მამა შვილის საფლავზე რომ არ აეფეთქებინათ, ზურა ვაზაგაშვილის საქმე არ გაიხსნებოდა?

- ამბობენ, რომ საქმე მაინც გაიხსნებოდა, მაგრამ ამ პოლიტიკურმა ტერაქტმა პროცესები დააჩქარა. საერთოდ, ასეთი მასშტაბის საქმის გახსნა ორ დღეში შეუძლებელია. მაშასადამე, გამოძიება ბოლომდე იყო მიყვანილი და სწორედ ამ დროს იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნის პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

- ეს გასაგებია, მაგრამ სხვა რამ გკითხეთ.

- რა მკითხეთ?

- თქვენი ნებართვით, შეკითხვას განვავრცობ: დააკავეს სპეცრაზმელები. ბატონო კონსტანტინე, ცხადია, გეცოდინებათ, სპეცრაზმელი ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად, ავტონომიურ რეჟიმში იღებს თუ ბრძანების შესაბამისად მოქმედებს?

- სპეცრაზმს მოქმედების მკაცრად გაწერილი ინსტრუქცია აქვს, რასაც შიდაუწყებრივ აქტს ეძახიან. სპეცრაზმი სწორედ ამის შესაბამისად მოქმედებს, მაგრამ ამით ადვოკატები რატომღაც არ აპელირებენ.

- ვერ ვიგებ, რას ამბობთ...

- გაუგებარი რა არის? - პირველ რიგში, ის უნდა გაირკვეს, სპეცრაზმელმა უფლებამოვალეობას გადაამეტა თუ არა. სპეცრაზმი მკაცრად განსაზღვრული მოქმედების სპეციალური დანაყოფია, რომელიც სპეციალური დებულებით მოქმედებს.

- კანონით, ცეცხლის გახსნაზე სპეცრაზმის უფროსი დავალებებს ვისგან იღებს?

- ცეცხლის გახსნაზე ნებართვას ის ადამიანი გასცემს, ვინც შსს-ში სპეცრაზმებს კურირებს. ასეთი პიროვნება იმ დროს, როცა ე.წ. “კორტების სპეცოპერაცია” ჩატარდა, შალვა ჯანაშვილი იყო, ანუ ჯანაშვილის ვიზირების გარეშე ეს სპეცოპერაცია ვერ ჩატარდებოდა.

- ჯანაშვილს რა თანამდებობა ეკავა?

- შს მინისტრის მოადგილე იყო.

- გამორიცხულია, შს მინისტრის მოადგილემ, ამ შემთხვევაში, ჯანაშვილმა, სპეცოპერაციასა და, შესაბამისად, ცეცხლის გახსნაზე უარი განაცხადოს და სპეცრაზმის უფროსმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოს?

- დიახ, გამორიცხულია.

- ბატონო კოტე, მოდით, შეკითხვა სხვანაირად დავსვათ: კორტების სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა დღის წესრიგში რატომ დადგა? გამოძიების ვერსია, რომ ირაკლი ფირცხალავამ ძმისჩაშვებისგამო ხუბულოვზე შური იძია, რეალობასთან ახლოსაა? ისე, დაპატიმრების მერე, ფირცხალავამ განაცხადა, ხუბულოვი კაცი იყოო...

- გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, როგორც ვიცი, არსებობს სოდ-ის მაღალჩინოსნების ჩვენებები, რომლებიც ხუბულოვისა და სოდ-ის კავშირს ეხება, თუმცა, თუკი ირაკლი ფირცხალავას ძმა, ლევან ფირცხალავა, მართლაც, დააკავეს, ამაზე შსს-ს არქივში დოკუმენტაცია უნდა არსებობდეს.

რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას განცხადებას, ხუბულოვი კაცი იყოო, ესე იგი, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე თვლის, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა არაკაცობაა თუ როგორ გამოდის?!

- ასეა თუ ისე, მამა-შვილ ვაზაგაშვილის საქმეები პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა...

- დიახ, ასეა...

- ყველაფერი ეს სადამდე მივა?

- სასამართლო, ალბათ, შესაბამის სამართლებრივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

- კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკურ ასპექტებზე რას იტყვით? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, დროა, მე და ჩემი გუნდი საქართველოში დავბრუნდეთო...

- სააკაშვილი და მისი გუნდი საქართველოში, ანუ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, საამისოდ საზოგადოებაში დასაყრდენი უნდა ჰქონდეთ. ასეთი დასაყრდენი კი არ არსებობს.

- შეიძლება, მაგრამ ნინო ბურჯანაძემაიდანსარ გამორიცხავს.

- ბურჯანაძეს აწყობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია აირიოს - ეს წყალს მის წისქვილზე დაასხამს.

- ქართულიმაიდანიმხოლოდ ბურჯანაძეს აწყობს თუ კიდევ სხვა პოლიტიკურ ძალასაც, მაგალითად, “ნაცმოძრაობას”?

- ორივეს.

- მათი ინტერესები ერთმანეთს რატომ ემთხვევა?

- მართალია, ამომრჩევლის რაღაც პროცენტი ბურჯანაძეს მხარს უჭერს, მაგრამ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვა. “ნაციონალების” საქმეც ასეა...

- ესე იგი, უშვებთ ალბათობას, რომ ამ ორმა ძალამ შესაძლოა, არაოფიციალური კოალიცია შექმნას?

- ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩანს, რომ ამ კუთხით მათ ინტერესთა თანხვედრა აქვთ...

ვანო, ახლა ისეთ რამეს გეტყვით, რომელიც ყველაფერ ზემოთქმულს გადაფარავს.

- ასეთი რა იცით?

- 2013 წლის 2 ივლისს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობა მიიღო.

- ამერიკელები რას ითხოვდნენ?

- რას და, მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას.

- ანუ, სისხლის სამართლის საქმე აშშ-შია აღძრული?

- დიახ, სისხლის სამართლის საქმე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტშია აღძრული და სწორედ ამიტომ, ამერიკულმა მხარემ ჩვენს მთავარ პროკურატურას მიმართა შუამდგომლობით, რომ ფედერალური ბიუროს თანამშრომლებს საქართველოს ტერიტორიაზე გარკვეული საგამოძიებო პროცესუალური მოქმედებები განეხორციელებინათ.

- ოკეანისგაღმა სისხლის სამართლის საქმე ვისზე ან რაზეა აღძრული?

- ლაპარაკია სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს თავდაცვის კუთხით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.

- ესე იგი, ისევ იარაღის ბინზესზე ვლაპარაკობთ?

- დიახ... ამ საქმეში ფიგურირებენ შუამავალი კომპანიები და ფედერალური ბიურო სწორედ ამ კომპანიებით დაინტერესდა.

- სახელდობრ, რომელი კომპანიებით?

- “პაზ ლოჯისტიკით” და ყველა იმ კომპანიით, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იარაღით მოვაჭრე ამერიკულ კომპანიებთან შუამავლად უდგებოდა... მართალია, ამ საკითხზე წინა ინტერვიუებში ვრცლად ვილაპარაკეთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ “პაზ ლოჯისტიკი” ისრაელის მოქალაქე ოფერ რაზის კომპანიაა, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამასთან, ამ კომპანიაში დავით კეზერაშვილის ინტერესებიც იკვეთება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა საქართველოს მთავარ პროკურატურას შუამდგომლობით პირველად 2012 წლის 19 ოქტომბერს მიმართა.

- ამ დროს ხელისუფლებაში უკვეოცნებაიყო, არა?

- დიახ, თუმცა ახალი მთავარი პროკურორი ჯერ დანიშნული არ იყო...

- ბატონო კოტე, ეს ოფიციალური ინფორმაციაა?

- დიახ, თუმცა ამის თაობაზე საჯაროდ არავის უთქვამს... მოკლედ, ჩემს ხელთარსებული გადამოწმებული ინფორმაციით, ამერიკელების შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 30 ივნისს, მოწმის სახით, ალექსანდრე ნინუა დაკითხეს. იცით, ეს ვინ ნინუაა?

- ვინ?

- ვინ და, თავი რომ დააჭერინა.

- რას ნიშნავს, დააჭერინა?

- არ გახსოვთ, იარაღის უკანონო შენახვის გამო რომ დაიჭირეს? მე თუ მკითხავთ, ამ დაჭერით ნინუამ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყო. სხვათა შორის, დაკითხვის შემდეგ, დაჭერამდე, ნინუამ საქართველოს საზღვრები ხუთჯერ გადაკვეთა.

- ნინუა ქართველებმა დაკითხეს?

- არა, აშშ-ის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებმა.

- თბილისში?

- დიახ.

- შეკითხვები რას შეეხებოდა?

- ჩემი ინფორმაციით, შეკითხვები დავით კეზერაშვილზე, შუამავალი კომპანიების საქმიანობასა და თანხებზე დაუსვეს.

- ამერიკელები მაინცდამაინც ნინუას პერსონით რატომ დაინტერესდნენ?

- იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა და ხელშეკრულებებზეც ხელს ძირითადად ის აწერდა. ნინუა კეზერაშვილის კადრია...

- წეღან თქვით, რომ ნინუამ დაკითხვის შემდეგ საქართველოს საზღვარი ხუთჯერ გადაკვეთა. თუ იცით, რომელ ქვეყნებში, ან ქვეყანაში იმყოფებოდა?

- ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ის, რომ საზღვარი გადაკვეთა, წესით, ოფიციალურად უნდა იყოს დაფიქსირებული.

მოკლედ, თითქმის წელიწადია, ამ თემებზე ვლაპარაკობ, მაგრამ საქართველოს მთავარი პროკურატურა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს: გსმენიათ, ნინუას ან კეზერაშვილის წინააღმდეგ იარაღით უკანონო ვაჭრობის ან, სულაც, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდება გაეჟღერებინოს? ჩნდება შეკითხვა: თუკი ამ თემატიკას აშშ-ის ფედერალური ბიურო იკვლევს, “ოცნების” ხელისუფლება რატომ არ ინტერესდება? საერთოდ, თუკი გინდა, რომ ძველი ხელისუფლების სისტემური დანაშაული გამოავლინო, მხოლოდ ზოგადად არ უნდა ილაპარაკო და კონკრეტიკას შეეხო. ამ საქმეში კი, კონკრეტიკის გამოაშკარავება დიდ სირთულეს სულაც არ უკავშირდება, მაგრამ ეტყობა, პოლიტიკური ნება ამ საქმეშიც არ არსებობს.

- ნინუა ეგებ, იმიტომ დაიჭირეს, რომ ინფორმაციაამოქაჩონ”?

- კარგი, რა... ნინუა იარაღის უკანონო შენახვა-შეძენისთვისაა ციხეში და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მოწმის სტატუსით უფრო სერიოზულ დანაშაულზე დაკითხა...

- რატომ გამორიცხავთ, რომ ნინუა სწორედ ამერიკელების მითითებით დაიჭირეს?

- ვიმეორებ: ნინუამ თავი თვითონ დააჭერინა.

- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?

- დაჭერით მან სიცოცხლე შეინარჩუნა, ანუ ვიღაცას მისი სიცოცხლე ხელს არ აძლევს.

- ეს ვიღაც ვინ შეიძლება იყოს?

- შეიძლება, ის ჯგუფი, რომელიც იარაღის უკანონო ბიზნესშია გარეული...

- ვთქვათ, ასეა, მაგრამ იმ პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც დღეს ქვეყანაშია, აქცენტს ნინუაზე რატომ აკეთებთ?

- ვიდრე უბედურება არ მოხდა, კორტების საქმე არ გახსნეს. ესე იგი, რღაც კიდევ უნდა მოხდეს, რომ იარაღის უკანონო ბიზნესის გამოძიება დაიწყონ? ეს საქმე ქართული მხარისთვის არსებითად მნიშვნელოვანია - საზოგადოება დაინახავს, თუ საიდან, როგორ შოულობდნენ “ნაციონალები” ფულს. ისიც გამოჩნდება, იარაღით უკანონო ვაჭრობიდან შემოსული ფული სადაც ჩაიდო.

- სად ჩაიდო?

- ნავთობის ბიზნესსა თუ ლატარიის კომპანიაში...

მოკლედ, პროკურატურის მისამართით არაერთი შეკითხვა არსებობს. ბოლოს და ბოლოს, ორი წელია, აშშ-ის ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის შუამდგომლობა გაქვს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული ოფიციალური თუ არაოფიციალური შესყიდვები გამოიკვლიო და შენ გარკვეულ სამართლებრივ მოქმედებებს არ ანხორციელებ, ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: რატომ? არ გინდა, საზოგადოებას “ნაციონალების” დანაშაულებრივი საქმიანობა დაანახო თუ რაღაც ინტერესი შენც გაქვს?

- რა ინტერესს გულისხმობთ?

- არ გამოვრიცხავ, რომ ყველაფერი გაჩერებული კეზერაშვილის ბიზნესსაქმიანობის გამოა.

- ანუ, ეჭვობთ, რომ კეზერაშვილს ბიზნესპარტნიორები ახალ ხელისუფლებაშიც ჰყავს?

- შესაძლოა, “ოცნებაში” არსებობს ადამიანების გარკვეული სეგმენტი, რომელსაც კეზერაშვილისა და სხვებისთვის იარაღით უკანონო ვაჭრობაზე ბრალის წაყენება არ აწყობს. შეიძლება, საუბარი იმაზეც მიდიოდეს, რომ თუკი ამ ბრალს არ წაუყენებენ, სანაცვლოდ, კეზერაშვილი ბიზნესწილებს ვიღაცების სასარგებლოდ დათმობს.

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ბიზნესი პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალია...

- კი ბატონო, მაგრამ დააკვირდით, რა ხდება: კეზერაშვილის ბიზნესის ნაწილი დავით იაკობაშვილთან, ასე ვთქვათ, მიდის, “როსნეფტი” შემოდის...

- სხვათა შორის, საქართველოში მოქმედ შვიდივე ნავთობინპორტიორში, მათ შორის, “გალფშიც”, რომელიც კეზერაშვილთან ასოცირდება, როგორც ვიცი, საგამოძიებო ორგანოები შევიდნენ...

- ეს, ალბათ, იმით აიხსნება, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნის მიუხედავად, საქართველოში საწვავი არ იაფდება...

მოკლედ, კეზერაშვილს, როგორც ისრაელისა და საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი, იარაღის უკანონო შესყიდვებია.

- ბატონო კოტე, ხელისუფლებამ გახმაურებული მკვლელობების გახსნა დაიწყო და ამ ფონზე რა დროს კეზერაშვილია?

- ასეთი შედარება რა შუაშია? ლაპარაკია მილიარდზე მეტი რაოდენობის იარაღის შესყიდვაზე. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები ოფშორულ ზონებში მიდიოდა, სადაც კეზერაშვილი თავის კომპანიებს აარსებდა. დიახ, კეზერაშვილს, თავის სიმძიმით, არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი, ვიდრე ე.წ. “კორტების სპეცოპერაციაა”. ბოლოს და ბოლოს, კეზერაშვილის ამ მოქმედებას აგვისტოს ომი მოჰყვა, ანუ ის შეიარაღება, რაც ფურცელზე არსებობდა, 2008 წლის აგვისტოში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს არ აღმოაჩნდათ, შესაბამისად, ოკუპანტს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, რის შედეგადაც ხალხი დაიღუპა და ტერიტორიები დავკარგეთ. ქვეყნის წინააღმდეგ ამაზე დიდი ძირგამომთხრელი საქმიანობა რაღა უნდა იყოს?! მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ამერიკული და უკრაინული დოკუმენტი არსებობს, ეს უმნიშვნელოვანესი თემატიკა სამართალდამცავებს არ აინტერესებთ და მათ მიმართ შეკითხვებიც ამიტომ ჩნდება.

- ისე, შეკითხვებს, მგონი, ისიც ბადებს, სპეცრაზმელები, რომლებსაც კორტების საქმეზე იჭერენ, დაკავებამდე ერთი დღით ადრეც ძალოვან უწყებაში რომ მუშაობდნენ...

- ცხადია, ესეც საინტერესო თემაა.

- ამის გამო ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს?

- ხელმძღვანელობის...

- სხვათა შორის, კორტების საქმეზე ბრალდების ერთ-ერთი მოწმე სოდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, მისირელია. ეს იმას ნიშნავს, რომნაციონალებმაერთმანეთისჩაშვებადაიწყეს?

- შეიძლება, ასეც ითქვას. საერთოდ, როცა გემი იძირება, ყველა გადარჩენაზე ფიქრობს. “ნაციონალების” გემის ჩაძირვა კი, მოახლოებულია...

- რას ატყობთ, რომნაცმოძრაობისგემი იძირება? - წეღანაც გითხარით, მიშა საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

- სააკაშვილს შეიძლება, საქართველოში დაბრუნების განზრახვა აქვს, მაგრამ ეს საზოგადოებაზე კი არა, თავის გუნდზე გათვლილი განცხადებაა, ანუ მიშა ცდილობს, რომ “ნაცმოძრაობა” საბოლოოდ არ ჩამოიშალოს, თორემ, როგორც კი, უკრაინის ანტიკორუფციული უწყების ხელმძღვანელი გახდება, ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობას და ამასთან, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის პოსტსაც დაკარგავს.

- ...ბატონო კოტე, წეღანროსნეფტიახსენეთ...

- “როსნეფტიც” კეზერაშვილის თემას უკავშირდება. საერთოდ, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ანუ “როსნეფტი” საქართველოში სწორედ კეზერაშვილის ხელშეწყობით შემოვიდა - კეზერაშვილი “ჩენელ ენერჯში” 50-პროცენტიან წილს ფლობდა. ერთი წლის წინ, “ჩენელ ენერჯისთან,” რომელიც გიბრალტარშია რეგისტრირებული, “როსნეფტის” გენდირექტორმა, იგორ შეჩინმა მოლაპარაკებები დაიწყო და ამ კომპანიის გარდა, ხელში შპს “ფოთი ტერმინალ ჰოლდინგის” 32 პროცენტიც ჩაიგდო. როცა დავით იაკობაშვილი ხარ, ძებნილისგან აქციებს რატომ იყიდი და ახალ ხელისუფლებასთან საქმეს რატომ გაიფუჭებ? ესე იგი, გარკვეული გარანტიები გაქვს.

რაც შეეხება საქართველოში “როსნეფტის” შემოსვლას, საზოგადოებამ ნაკლებად იცის, რომ ფოთის პორტი “როსნეფტს” სომხეთისთვის სჭირდება, სადაც ნახევარმილიარდიან ინვესტიციას დებს - ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აშენებს.

- უცნაურია: სომხეთში ნავთობი არაა დაროსნეფტინავთობგადამამუშავებელ ქარხანას რა მიზნით აშენებს?

- სომხეთი ნავთობპროდუქტების შიმშილს განიცდის და “როსნეფტი” საქართველოში სწორედ ამ პრობლემის გადასაწყვეტად შემოვიდა, ანუ რუსეთიდან, კერძოდ, ნოვოროსიისკიდან ტრანსპორტირებულ ნავთობს, ფოთის გავლით, სომხეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში შეიტანს. ასევე, არაა გამორიცხული, სომხეთში აფხაზეთის ნავთობიც მოხვდეს - “როსნეფტი” აფხაზეთში ნავთობს მოიპოვებს. მოკლედ, ამ სქემით მხოლოდ სომხეთის კი არა, საქართველოს ნავთობპროდუქტებით დაკმაყოფილების ახალი გზა გაჩნდება, რაც პირდაპირ აზერბაიჯანის ინტერესებს დაარტყამს. ასევე, საქართველოდან შეიძლება, ნავთობის ამერიკული კომპანიებიც წავიდნენ. სწორედ ამიტომაც, “როსნეფტი” საშიშია. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსებმა ბათუმის პორტის ყიდვაც მოიწადინონ. რუსეთს საქართველოში ტერმინალი სჭირდებოდა და ეს ტერმინალი მიიღო. ამასთან, სომხეთში დისლოცირებულ თავისი საჯარისო ნაწილებისთვის ნავთობპროდუქტები სჭირდება და ამიტომაც, იქ ქარხანას აშენებს და ეს პროექტი სომხეთის მთავრობასთანაა შეთანხმებული.

- საიდან იცით?

- ამის თაობაზე საქართველოში არაფერს ამბობენ, თორემ რუსული მედია დიდი ხანია, ლაპარაკობს.

- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო?

- იური ვაზაგაშვილი რომ არ აეფეთქებინათ, “კორტების საქმე” კიდევ დიდი ხანი ბოლომდე მიყვანილი არ იქნებოდა.

საერთოდ, სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ გახმაურებული მკვლელობების გამოძიებასა და წართმეული ბიზნესის დაბრუნებას არ ნიშნავს. შელახული ღირსებაც სამართლიანობის აღდგენის კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ მაგალითად, ჩემნაირი ადამიანებისთვის, ანუ ყოფილი საჯარო მოხელეებისთვის, ვინც ხელფასზე იყო დამოკიდებული, სამართლიანობის აღდგენა სამსახურში დაბრუნება და მორალური ზიანისთვის კომპენსაციის გადახდაა. სახელმწიფო ამაზე რატომ არ ფიქრობს? არადა, ეს ხომ უფრო მარტივი გასაკეთებელია.

- პროკურატურაში ამ კუთხით საგანგებო დეპარტამენტი შეიქმნა და სახელმწიფომ მეტი რაღა უნდა გააკეთოს?

- მოიცათ, რა! ეს დეპარტამენტი მხოლოდ მილიონერებისთვის იმუშავებს. სინამდვილეში კი, ღირსებაშელახულთა 90 პროცენტი სწორედ რიგითი ადამიანები ვართ. ჩვენთვის სამართლიანობის აღდგენა როდის დაიწყება - ღირსებას როდის დაგვიბრუნებენ?! იცით, სამართლიანობის აღდგენა როდის იქნება? - როცა მთელ სისტემას გაასამართლებენ!

- ...ქვეყანა სახიფათო ზღვარზეა?

- დიახ, ასეა...

ისე, თუ დააკვირდით, ნინუაზე “ნაცმოძრაობა” ხმას არ იღებს...

- ამერიკელებმა ნინუას დაჭერაზე რა თქვეს?

- არ ვიცი...

- საგულისხმოა, რომ 11 პოლიციელის დაპატიმრებაზე განცხადება გიგა ბოკერიას არ გაუკეთებია...

- გიგა ჭკვიანი ადამიანია და, ბუნებრივია, ამ პროცესებში არ ჩაერევა. საერთოდ, “ნაცმოძრაობაში” ძალიან რთული ვითარებაა და, წეღანაც გითხარით, თუკი მიხეილ სააკაშვილი “ნაცმოძრაობას” ჩამოშორდება, პარტიაში გარკვეულ დაჯგუფებებს შორის გავლენისთვის ბრძოლა წავა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობა” დაფინანსებადი პოლიტიკური ძალაა - სხვა თუ არაფერი, ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. საერთოდ, ყველაფერი ფულსა და პოლიტიკურ ავანსცენაზე დარჩენას უკავშირდება. ამიტომ, “ნაცმოძრაობის” პროამერიკული და პრორუსული ჯგუფები ერთმანეთს დაერევიან. პროამერიკულ ჯგუფს სათავეში გიგა ბოკერია უდგას...

- იგივე .. “კორტების სპეცოპერაციისგამოძიებაც ნაცდაჯგუფებებს შორის არსებული დაპირისპირების კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ, ანუ ამ ტრაგედიასნაციონალებიერთმანეთის წინააღმდეგ ხომ არ იყენებენ?

- ასეა და, ვანო, ამას, ალბათ, თქვენც ამჩნევთ, თორემ ამ შეკითხვას არ დამისვამდით.

სხვათა შორის, შთამბეჭდავი განცხადება არც გივი თარგამაძეს გაუკეთებია.

- სპეცოპერაციის არგამოძიება რომელი კლანის ინტერესშია?

- ვანო მერაბიშვილის... ფირცხალავა სწორედ მერაბიშვილის კლანია.

- გივი თარგამაძენაცმოძრაობისრომელ კლანს განეკუთვნება?

- სოდ-ის ყოფილი შემადგენლობა გივის კლანია.

- “ნაცმოძრაობაშიახალაიების მიმართულებაც არსებობს?

- არა...

მოკლედ, დღეს “ოცნებაც” უყურებს, “ნაცმოძრაობის” ელიტაში რა მოხდება და კომპრომატების “დალაგებას” სწორედ ამის მიხედვით დაიწყებს.

- ისე, ბატონო კოტე, ფირცხალავამ, რომელიც პროფესიონალი პოლიციელია, ქვეყანა რატომ არ დატოვა - ვერ ხვდებოდა, რომ დაიჭერდნენ?

- ქვეყანა რომ დაეტოვებინა, ეს დანაშაულის უპირობო აღიარების ნიშანი იქნებოდა, თან იმასაც მნიშვნელობა აქვს, რომ ფირცხალავას პოლიტიკური ლობი, ანუ მერაბიშვილი ციხეშია...

- მიხეილ სააკაშვილი მთელინაცმოძრაობისლობია თუ კონკრეტული ფიგურების?

- მაგალითად, გიორგი ვაშაძის... ყოფილ მმართველ გუნდში ერთადერთი ამერიკული ფრთა გიგა ბოკერიაა...

- ვინაიდან დღის წესრიგში აფრასიძეების საქმის გამოძიება დგას, გია ბარამიძე ვისი კლანია?

- ბარამიძე პირდაპირ “ნაცმოძრაობის” რუსული ფრთის წარმომადგენელია და ამაზე თავს დავდებ!

- ამას რითი ამტკიცებთ?

- როცა საჭირო გახდება, დავამტკიცებ. გახსოვთ, ადრე “ზერკალა ნედელიასთვის” მიცემულ ინტერვიუზე გელაპარაკეთ, რომელიც უკრაინას ეხებოდა და რომლითაც ბარამიძემ წყალი პირდაპირ რუსულ წისქვილზე დაასხა. ბარამიძეს თუ ჰგონია, მისი კონტაქტების შესახებ საქართველოში არავინ იცის, ძალიან ცდება.

- თქვენი მონაცემებით, თუკი პროკურატურა მოითხოვს, პარლამენტი ბარამიძეს დეპუტატის იმუნიტეტს მოუხსნის?

- ეს “ქართული ოცნებისთვის” ტესტი იქნება, ანუ თუკი ბარამიძეზე დარტყმა არ წავიდა, ყველაფერი გასაგები გახდება... 

სხვათა შორის, იმ დროს, როცა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მთავარ პროკურატურას რეკომენდაციით მიმართა, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო, რომელიც იცით, ვის ინტერესებსაც გამოხატავდა.

- არ ვიცი, მითხარით...

- არ გახსოვთ, ვისი ადვოკატი იყო?

- ვისი?

- შაქრო კალაშოვის, რომელიც რუსული სპეცსამსახურების გავლენის ქვეშაა და ამის თაობაზე წინა ინტერვიუებში ვისაუბრეთ.

მაინტერესებს, მთავარი პროკურორი რომ ხარ და სახელმწიფო დეპარტამენტი წერილობით ორჯერ მოგმართავს, გამოძიება არ უნდა დაიწყო? ამ წერილებში საუბარი, ცხადია, მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალების” თავდაცვის თითქმის ყველა მინისტრზე იქნებოდა...