არჩილ თალაკვაძის კომენტარი უსაფრთხო ქვეყნების ათეულში საქართველოს დასახელების შესახებ

არჩილ თალაკვაძის კომენტარი უსაფრთხო ქვეყნების ათეულში საქართველოს დასახელების შესახებ

საერთაშორისო ორგანიზაციამ-„მშვიდობისა და ეკონომიკის ინსტიტუტმა“ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გლობალური ინდექსის კვლევა, სადაც უსაფრთხოების კუთხით დასახელებულია პირველი ათეული ქვეყნების და საქართველოს ამ რეიტინგში აქვს მეექვსე ადგილი, იმ ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ნორვეგია, ავსტრია, დანია, სინგაპური. კვლევაში აღნიშნულია რამდენიმე ფაქტორი, რატომ დაიმსახურა საქართველომ ეს ადგილი და ნათქვამია, რომ ეს არის ადამიანების უსაფრთხო გადაადგილება ქალაქებში, ეს არის ტურიზმის და ტურისტების უსაფრთხოება და ნათქვამია ხაზგასმით, რომ საქართველო უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სასურველი ქვეყანა. ბუნებრივია ანგარიშს კითხულობს მილიონობით ადამიანი მსოფლიოში და ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას.