ამოუცნობი ჯეკ ნიკოლსონი

ამოუცნობი ჯეკ ნიკოლსონი

სკოლის დამამთავრებელ ბანკეტზე ჯეკ ნიკოლსონი თანაკლასელებმა „კლასის კლოუნად“ დაასახელეს.

ნიკოლსონი საკალათბურთო კლუბ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” დიდი ქომაგია და მის კონტრაქტებში მუდამ აღნიშნულია პუნქტი, რომლის თანახმად, ის არ მონაწილეობს გადაღებებში იმ დღეს, როცა „ლეიკერსი” თამაშობს.

ჯეკი პირადად იცნობს კუბელ რევოლუციონერ ფიდელ კასტროს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს გენიოსად მიიჩნევს. ნიკოლსონი 1998 წელს იყო კუბაში და კასტრომ მას პირადად ჩაუტარა ექსკურსია ჰავანაში, რომლის დროსაც ჯეკი სიგარების ცნობილ ქარხანას ესტუმრა.

ნიკოლსონი მეოცე საუკუნის ფერწერის დიდი მოყვარულია და საკუთარ არტ-კოლექციას ფლობს, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს პაბლო პიკასოს რამდენიმე ტილოს.

ჯეკ ნიკოლსონი მარლონ ბრანდოს ახლო მეგობარი იყო. მისი ამჟამინდელი სამეგობრო წრიდან შონ პენის აღნიშვნა შეიძლება.

ჯეკ ნიკოლსონი ბევერლი-ჰილზში ეგრეთ წოდებულ „ცუდი ბიჭების“ ქუჩაზე ცხოვრობს, კერძოდ, მალჰოლანდ დრაივზე, კალიფორნიაში. ეს სახელი ქუჩას მას შემდეგ ეწოდა, რაც აქ დასახლდნენ მარლონ ბრანდო და უორენ ბიტი – ნიკოლსონის ახლო მეგობრები.

ჯეკ ნიკოლსონს არ უყვარს ინტერვიუების მიცემა და მხოლოდ პრესკონფერენციებით შემოიფარგლება. მისი უკანასკნელი ტელეინტერვიუ 1971 წლით თარიღდება.

დენი დე ვიტო ჯეკ ნიკოლსონის ბავშვობის მეგობარია, მათი ნათესავები საერთო საპარიკმახეროს ფლობდნენ.

2004 წელს ჯეკ ნიკოლსონი სკოლის დამთავრების 50-ე წლისადმი მიძღვნილ ბანკეტზე მივიდა, რითაც შოკში ჩაყარა თავისი თანაკლასელები.

თავის საყვარელ ფილმებად ჯეკ ნიკოლსონი მიიჩნევს ფილმებს: „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა” და „ბეტმენი”.

ჯეკ ნიკოლსონმა უარით გაისტუმრა ბობ გუჩიონე და ტინტო ბრასი, რომლებიც მას მთავარი როლის შესრულებას სთავაზობდნენ სკანდალურ ფილმში „კალიგულა”. მოგვიანებით როლი მალკოლმ მაკდაუელმა შეასრულა.

ჯეკ ნიკოლსონი ბობ დილანისა და ლუი არმსტრონგის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელია.

ჯეკ ნიკოლსონი ახლომხედველია და მის საფირმო მზის სათვალეებში სპეციალური ოპტიკური ლინზებია ჩადგმული.

ჯეკ ნიკოლსონს არ აქვს მობილური ტელეფონი.

ჯეკ ნიკოლსონის თქმით, თავისი ცხოვრების განმავლობაში, მას 3 ათას ქალთან ჰქონდა  სექსუალური კავშირი.

ჯეკ ნიკოლსონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურ ოჯახში იზრდებოდა, მას ღმერთის არ სჯერა.