ტარხუნის შეჭამანდი

ტარხუნის შეჭამანდი

კარტოფილი წვრილად დავჭრათ და ისე მოვხარშოთ, რომ ჩაიშალოს. წმინდად დაჭრილი ხახვი და ნიორი რომელიმე ცხიმში (ერბო, კარაქი, ზეთი) მოვხრაკოთ, დავაყაროთ გახეხილი სტაფილო და გავაგრძელოთ მოშუშვა. ჩავყაროთ მოხარშული კარტოფილის წვენში და გავაგრძელოთ ხარშვა.

ოთხი მოზრდილი კონა ტარხუნი დავჭრათ მოგრძოდ (3-4 ნაწილად), წვრილად დავჭრათ ქინძი, ოხრახუში, კამა, პიტნა და მარილთან და პილპილთან ერთად ჩავყაროთ სუპში.

ბოლოს ჩავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.

ინგრდიენტები:

კარტოფილი – 3-4 ცალი,

ხახვი – 2-3 თავი,

ნიორი – 4-5 კბილი,

ცხიმი – 100 გ,

სტაფილო – 2-3 ცალი,

ტარხუნი – 4 კონა,

მწვანილი – 3-3 ძირი,

კვერცხი – 3-4 ცალი,

მარილი და პილპილი გემოვნებით.

მისაყოლებლად რეკომენდირებულია ხილი არაყი.