ხშირად დააკვირდით თვალებს

ხშირად დააკვირდით თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა შეიძლება. მათში აისახება ძილის უკმარისობა, კვების დეფიციტი, სასიცოცხლო ენერგია, დაავადებები და ასე შემდეგ.

ელვარე, გამობურცული თვალები, რასაც თან ერთვის წონაში დაკლება, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა, ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობის ნიშანია.

ფერმკრთალი კონიუნქტივი ანემიის სიმპტომია. თუმცა, სანამ რკინის შემცველ პრეპარატს შეიძენთ და მის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეამოწმეთ ჰემოგლობინის დონე და გაარკვიეთ ანემიის გამომწვევი მიზეზი.

მუქი წრეები თვალების გარშემო, გადაღლისა და სტრესის ნიშანია.

თვალების ქვეშ ტომსიკები გულის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლების ცუდი მუშაობის მანიშნებელია. ამ დროს მიირთვით უმარილო საკვები, რადგან მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და იწვევს შეშუპებას.

თვალის სიწითლე, ქავილი და წვა, უმეტესად ალერგიის ან გაციების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, უხარისხო კოსმეტიკისა და ლინზების არასწორი მოხმარების ბრალი იყოს.

თვალზე გაჩენილი ჯიბლიბო, იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფო აღდგენას ითხოვს.