რა უყვარს სანდრა ბალოკს

რა უყვარს სანდრა ბალოკს

სანდრა ბალოკს „სალსასა” და „ფლამენკოს” ცეკვა უყვარს. მას აქვს ალერგია ცხენებზე. სანდრა მოყვარული სანტექნიკოსია – მან საკუთარი ხელით დაამონტაჟა სახლში უნიტაზი.

სანდრა ბალოკის საყვარელი კერძებია: შემწვარი წიწილა კარტოფილ „ფრისთან” ერთად; პიცა ლორითა და სოკოთი; სუფლე და შოკოლადი. სასმელებიდან ის უპირატესობას ლუდ „ჰეინეკენს”, ტეკილასა და „სტარბაქსის” ყავას ანიჭებს.

სანდრა ბალოკს უყვარს ქსოვა და, შეუძლია, ოთხ დღეში მოქსოვოს სვიტერი.

სანდრას ჰყავს აყვანილი შვილი – ლუის ბარდო, რომელიც მან ჯესი ჯეიმსთან ქორწინებაში ცხოვრების დროს იშვილა. ამჟამად სანდრა შვილს მარტო ზრდის.

სანდრა ბალოკი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ითვლება.