ეგვიპტეში უცნობი ფარაონის სამარხი აღმოაჩინეს

ეგვიპტეში უცნობი ფარაონის სამარხი აღმოაჩინეს

ეგვიპტის ისტორია ზედმიწევნით კარგად არის შესწავლილი, მაგრამ სულ ახლახან აღმოაჩინეს აქამდე უცნობი ფარაონის სამარხი, რომელიც ეგვიპტეს 3 700 წლის წინ მართავდა.

დადგენილია ამ ფარაონის სახელიც, რომელიც სარკოფაგსა და სამარხის კედლებზე იყო ამოტვიფრული – სენებკეი! მუმია საკმაოდ კარგად არის შემონახული და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მკვრივი აღნაგობის, დაახლოვებით 185 სანტიმეტრი სიმაღლის მამაკაცი.

კვლევებით დგინდება, რომ სენებკეი ქვეყანას ჰიკსოსების შემოსევების ეპოქაში მართავდა. თუმცა, ის ჰიკსოსებს არ გაუნადგურებიათ, თორემ სამარხი ასეთი ძვირფასი და კარგად შენახული არ იქნებოდა. თუმცა, სამარხს მაინც ეტყობა ძარცვის კვალი. ოქროს და ძვირფასი თვლების, ასევე ნატიფი ხელოვნების ნიმუშები უკვე გამქრალია.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამარხი და ფარაონის მუმია ადრევე გაძარცვეს ადგილობრივმა სამარხების მძარცველებმა...

ამ ახალი ფარაონის „გამოჩენამ“, შეიძლება, ეგვიპტის ისტორიის ერთი ნაწილის ხელახლა დაწერის აუცილებლობის საკითხიც დააყენოს.