For.ge-მ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირთა 64-კაციანი სია მოიპოვა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს

For.ge-მ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებულ პირთა 64-კაციანი სია მოიპოვა, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს

პროკურატურაში გვიან ღამით იური ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც შეხვედრა გამართეს მთავარი პროკურორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შოთაძესთან. შეხვედრის დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, ადვოკატის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. 

2 მაისს კორტებთან სპეცოპრეციის შედეგად მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის საქმეზე მთავარი პროკურატურა ეჭვმიტანილებისა და ბრალდებულების ვინაობას უახლოეს პერიოდში დაასახელებს. ადვოკატმა გაგი მოსიაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებში ახალი დეტალები იკვეთება, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე ღიად საუბარისგან თავს იკავებს.

for.ge-ს ინფორმაციით, გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარებს, იკითხება ადამინთა ის ჯგუფი, ვისაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი აქვს კორტების სპეცოპერაციასთან. არაოფიციალურად პროკურატურაში ადასტურებენ, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი სიახლეები, ასევე გამოკვეთილია პირთა წრე, რომელთა ბრალეულობა დასტურდება. კონკრეტულად, ვის წაუყენებენ ბრალს უახლოეს დღეებში, ამ ინფორმაციას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ ჯგუფი, რომელთა ბრალეულობა გამოკვეთილია ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა კონკრეტულ პირებზე არ საუბრობს, for.ge-სთვის არაოფოციალურად ცნობილი გახდა

იმ მაღალჩინოსანთა ვინაობა, რომელთა შესახებ გამოძიება მიმდინარებს. ყოფილი თუ მოქმედი მაღალჩინოსნების სია, რომლებსაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი კავშირი ჰქონდათ ვაზაგაშვილის მკვლელობასა და შემდეგ უკვე საქმის გაყალბებასთან ასე გამოიყურება:

ლევან გვაზავა - შს მინისტრის მოადგილე;

ირაკლი ქადაგიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;

ფრანკ ანკოსი - საქართველოს გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

შაქრო ზაალიშვილი - პროკურორი;

თენგიზ ხარებავა - პროკურორი;

ირაკლი შუალია - პროკურორი;

გიორგი ღვინიაშვილი - თბილისის პროკურორი;

გელა ბადრიაშვილი -  თბილისის პროკურორის მოადგილე;

კონსტანტინე სირაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

ირაკლი ფირცხალავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;

გიორგი ცააძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე;

გელა ანჯაფარიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსი;

ზაზა ქიქავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე;

შოთა ჭანუყვაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს განყოფილების უფროსი;

გიორგი დალაქიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე;

შოთა რთველიაშვილი - შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის პირველი სამმართველოს უფროსი;

გიორგი ხიზანიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსი;

ზურაბ ფერაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილე;

გრიგოლ კვინიკაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი;

გიორგი დარჯანია - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;

ლევან ბეროძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების გამომძიებელი;

ზურაბ ქემაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;

ილია ზურაშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე;

ლაშა ქურხული - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;

მიხეილ შველიძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;

ორენჩ (ოთარ) მირზოევი  - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-3 განყოფილების ინსპექტორი;

. სამარღანიშვილი - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსი;

ზაზა სულავა - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;

შოთა ნიქაბაძე - შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი;

ხითარიშვილი - შსს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსი;

ასევე შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს განყოფილების ინსპექტორები -

გელა რაზმაძე, ახვლედიანი, სართანია , კაბულოვი , მათითაიშვილი, პაპუაშვილი, ნატრიაშვილი, შონია, მერაბ არობელიძე,  გიორგი კაჭარავა , ალექსანდრე იმერლიშვილი, დავით მხეიძე, გიორგი  ბჟალავა, თამაზ ბერბიჭაშვილი და გიორგი ჭანტურია.

მახლაზ ჩხიტუნიძე - შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;

თენგიზ ფხაკაძე - თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ჯგუფის უფროსი;

ბესიკ გუჯეჯიანი - შსს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;

დავით სულაბერიძე - თბილისის შს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი;

საქმეში ასევე ფიგურირებენ ექსპერტ-კრიმინალისტები

ირაკლი აბაშიძე - შსს საექსპორტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსი;

როინ ენუქიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ზაზა ზაზაძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური მიმართულების ექსპერტი;

გიორგი ზაზაძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების კრიმინალისტი;

რამაზ სურამანიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულების უფროსი ექსპერტი;

ლეილა მეშველიანი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური ექსპერტიზის მიმართულების უფროსი ექსპერტი;

დოდო ელბაქიძე - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;

დალი ექვთიმიშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;

. კაცოშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტი;

. სიჭინავა - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კრიმინალისტი;

. ნერსესაშვილი - შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურის მთავარი სამმართველოს კრიმინალისტი.

გიორგი მაღრაძე - იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ექსპერტი;

. ოქრუაშვილი - უსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებსაც პირადპირი თუ არა პირდაპირი კავშირი აქვთ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმის გაყლაბებასთან. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ პირთა წრე, რომლებიც შეიძლება გარკვეულ კავშირში იყვნენ ამ საქმესთან, საკამოდ დიდია.

„რაოდენობრივად მართლაც ათეულობით ადამაინია კავშირში კორტების საქმეზე, მაგრამ გასათვალიწინებელია ის, რომ უნდა გამოიკვეთოს ყველა იმ პირთა ბრალეულობა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ვინ რა დოზით, რა ქმედება განახორციელა. გამოძიება ბოლო ფაზაშია შესული და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ რამდენიმე პირის ბარლეულობა იკვეთება, მაგრამ ეს არის 10-15 თუ 70 პირი ამაზე წინასწარ საუბარი მიზანშეწონილი არაა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.

ამასთან, for.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ვაზაგაშვილის საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის, ყოფილი სამართალდამცავის გელა მებონიას თვითმკვლელობის საქმეზე, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით გასულ წელს მოსკოვში, საკუთარ სახლში თავი მოიკლა.

ყოფილი პოლიციელი მოსკოვში მოღვაწეობდა. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა. კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა სკანდალური განცხადება გააკეთა. გელა მებონიამ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ირაკლი ფირცხალავას მონაწილეობაზე ღიად ისაუბრა. მისივე თქმით, ვაზაგაშვილზე საკონტროლო გასროლა ცააძემ განახორციელა. 
მაშინ მებონია ამტკიცებდა, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე იარაღის ჩადება უშუალოდ ირაკლი ფირცხალავას მხრიდან მოხდა. ყოფილმა სამართალდამცავმა ასევე ისაუბრა სანდრო გირგვლიანის საქმეში დათა ახალაიასა და ოლეგ მელნიკოვის თანამონაწილეობაზეც და ამტკიცებდა, რომ შემთხვევის ადგილზე, ანუ ოქროყანის სასაფლაოზე ყოფილი მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.
ამ სკანდალური განცხადებიდან, რამდენიმე საათში მებონია პროკურატურამ დაკითხა. რა ჩვენება მისცა გამოძიებას მებონიამ, ეს ინფორმაცია უცნობია.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ადასტურებს, რომ გამოძიება ამ მიმართულებით ნამდვილად მიმდინარებს.

„ჩემი ინფორმაციით თქვენს მიერ ნახსენები შემთხვევა გამოძიების მხრიდან არ არის გვერდზე დადებული. ყველა მიმართულებით მიმდინარებს გამოძიება, შესწავლა, ანალიზი და სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე აქვს პროკურატურას იმ განცხადების გაკეთების სამართლებლივი საფუძველი, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ამ საქმის გახსნა და საზოგადოება გაიგებს იმ სიმართლეს, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტების სპეცოპერაციის დღეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გაგი მოსიაშვილი.