გასუფთავებულ საქონლის ენას დავასხათ ცხელი წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი. ამოვიღოთ, გადავავლოთ ცივი წყალი, მოვაცილოთ კანი და დავჭრათ თხელ, წვრილ ნაჭრებად.
კარაქში მოვშუშოთ ხახვი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ენა, პურის ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა. დავამატოთ დაჭრილი პომიდორი (ან ტომატი), 5-10 წუთი დუღილის შემდეგ – არაჟანი.
შევაზავოთ ტარხუნით, ოხრახუშით, კამით, მარილით, პილპილით; მოვასხათ ღვინის ძმარში გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში. სუფრაზე მიტანისას მოვასხათ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ დაკეპილი კამა და ოხრახუში.
ინგრედიენტები:
ძროხის ენა – 1 ცალი,
კარაქი – 100 გრამი,
პომიდორი (ტომატი) 400 გ (1 ჩ/ჭ),
კვერცხი – 3-4 ცალი,
მწვანილი – 3-3 ძირი,
ხახვი – 3-4 თავი,
არაჟანი – 500 გ,
ძმარი – 2 ს/კ,
მარილი და პილპილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წინანდალი.