თურმე ტეილორიც გაშიშვლებულა

თურმე ტეილორიც გაშიშვლებულა

ელიზაბეტ ტეილორი, მერილინ მონროსგან განსხვავებით, შიშველი არასოდეს პოზირებდა. მაგრამ პრესაში პირველად გამოჩნდა ვარსკვლავის ერთადერთი შიშველი ფოტო. მასზე ულამაზესი ელიზაბეტი 24 წლისაა. როგორც გაირკვა, ეს სურათი მსახიობმა თავის მეუღლეს, მაიკლ ტოდს ქორწინების წინ აჩუქა.

ფოტო ლიზის ახლო მეგობარმა, ფოტოგრაფმა როდი მაკდოუელმა გადაიღო. სწორედ მან დაიყოლია ტეილორი შიშვლად პოზირებაზე, თან დაარწმუნა, რომ ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებდა და პირობაც შეასრულა. შავ-თეთრ ფოტოზე ტეილორის მშვენიერი სხეული მთელი სისრულით არის წარმოჩენილი.

არც არის გასაკვირი, თუ რატომ კარგავდნენ ჭკუას მამაკაცები ამ უმშვენიერესი ქალბატონის გამო - ნაზი კანი, შესანიშნავი ფიგურა, ულამაზესი მკერდი და განუმეორებელი იისფერი თვალები ლიზის მილიონობით თაყვანისმცემლის შთაგონების წყარო გახლდათ. ელიზაბეტ ტეილორის ფოტო მსახიობის კერძო კოლექციაში ინახებოდა.

წარმატებული პროდიუსერი მაიკლ ტოდი ტეილორის მესამე ქმარი გახლდათ, რომელსაც ძალიან უყვარდა ლიზი და უსაზღვროდ ანებივრებდა, ჩუქნიდა ძვირფას საჩუქრებს და ყველა სურვილს უსრულებდა. თვითმფრინავიც კი აჩუქა, რომელსაც „ბედნიერი ლიზი“ დაარქვა. მათმა ქორწინებამ ცოტა ხანს გასტანა. 1958 წლის მარტში მაიკლ ტოდი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის სწორედ იმ თვითმფრინავში იჯდა, რომელიც საყვარელი მეუღლის სახელს ატარებდა. ლიზის თქმით, მას მხოლოდ ორი მამაკაცი უყვარდა - მაიკლ ტოდი და რიჩარდ ბარტონი.

atb.ge