შსს-მ 50 აბი მეტადონი ამოიღო

შსს-მ 50 აბი მეტადონი ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს თანამშრომლებმა, 50 აბი მეტადონი ამოიღეს. 

შსს-ს ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1990 წელს დაბადებული თამარ გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 2 გრ მეტადონის შემცველი 50 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით).