მკვლელობა იმან ჩაიდინა, ვინც 2 წელია მკვლელებს და ყაჩაღებს მფარველობდა, წილებს იყოფდა და ერთ ლოგინში „სიყვარულობდა“ ჯალათებთან. დიახ, თქვენ შეიეწირეთ და ააფეთქეთ ვაზაგაშვილი! თქვენ მოკალით ქვეყანაში სამართალი!
მე ვარ ვაზაგაშვილი!
მე ვარ ბეგიაშვილი!
შეძრწუნებული ვარ უფროსი მეგობრისა და თანამებრძოლის ბატონ იურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გამო! თანამონაწილე ვარ მისი ოჯახის, ახლობლებისა და თანამოაზრეების მწუხარების!
ცინიზმისა და სისასტიკის უმაღლესი გამოვლინებაა დამნაშავეების მხრიდან სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანის საკუთარი შვილის საფლავზე აფეთქება!
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შემდგომ, სულ უფრო და უფრო, თვალშისაცემია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ეფლობა საქართველო.
2012 წლის ოქტომბრიდან 27 თვე გავიდა, თუმცა სამართლიანობის აღდგენა და ქვეყნის გაჯანსაღება დღემდე, სამწუხაროდ, ისევ ოცნებად რჩება. მიღებული დაპირებებიდან სიტყვას საქმე არ მოჰყოლია,
შედეგები დღეს სახეზეა - უუნარო სახელმწიფო, რომელიც თავის ფუნქციას თითქმის ვერ ასრულებს და ცინიზმით, დაუსჯელობის სიდრომით შეპყრობილი პირსისხლიანი ჯალათების თავგასულობა!
ნათლად ჩანს, რომ „ოცნების“ მმართველობის პერიოდში სისტემა - დამნაშავეები, მიტაცებული ქონება, ხელშეუხებელი იქნება. უწყებები კვლავ „ნაციონალებითაა“ სავსე, აღმასრულებელი ხელისუფლება კომფორტულადაა, ცდილობს, მოირგოს ეს საზოგადოებისათვის საშიში მემკვიდრეობა და აპირებს ქვეყანა კვლავ კრიმინალებთან, ჯალათებთან ერთად მართოს. მაშინ, როცა დღევანდელი ხელისუფლების უამრავი მომხრე თუ მხარდამჭერი „გადაგდებულია“. ის ხალხი, ვინც თავის დროზე გულანთებული და თავგანწირვით კეთილი მომავლის იმედით იბრძოდა, დღეს იმედგაცრუებული, მოტყუებული და დამცირებული თავის მდგომარეობით, უკიდურესად სიდუხჭირეში იმყოფება. სიმართლისთვის ბრძოლაში გამოჩნდნენ პირველი დამარცხებულიც - მსხვერლი!
აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანებს ერთეული ფუნქციონერების, მათ მიერვე სახელმწიფოს ხარჯზე დასაქმებულ-მოწყობილ გარემოცვის თუ ნათესავების და მათთან ალიანსში მყოფი დანაშაულებრივი სისტემის წევრების წელის გასქელებისა და კეთილდღეობისთვის უზრუნიათ, თავიც გაუწირიათ და ზოგიერთს საფლავიც კი ამოუვსია! - ნათელში ამყოფოს უფალმა!
საკუთარ გუნდშიც დაპირისპირება აქვთ! - დაპირისპირებული არიან ხელისუფლების უმაღლესი პირები, სამაგიეროდ, „საერთო ენა“ გამოინახა „ჩაგრულ ოპოზიციასთან“, რაც „ოცნებაში“ ვერ მოხერხდა. სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია.
შს სამინისტროში, პროკურატურაში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე დღესაც მუშაობენ ადამიანები, ვინც უწყების საიდუმლო ინფორმაციას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აწვდიან და ხელს უშლიან სახელისუფლო სტრუქტურებს გამართულ მუშაობას. ძველი დანაშაულებრივი რეჟიმის მესვეურები მედიაზე, აღმასრულებელ, საფინანსო, სასამართლო თუ სამართალდამცავ სტრუქტურებზე კონტროლს დღესაც ინარჩუნებენ, ახორციელებენ ფარულ მოსმენებს, გეგმავენ შეთქმულებებს, პროვოკაციებს, მკვლელობებს. რადიკალურად არაფერი შეცვლილა! დღესაც მონაწილეობენ ჩრდილოვან ეკონომიკაში, დივიდენდებს იღებენ მიტაცებული ქონებიდან.
ახალი ხელისუფლების მიერ ჯალათების, მათ მიერვე შექმნილი დანაშაულებრივი სისტემის მსხვერპლად წარმოჩენისა და ლოიალური დამოკიდებულების პირობებში, დანაშაულის სიმძიმის დაფარვისა და არაინფორმირებულობის გამო, პარადოქსია, მაგრამ ისინი საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მხრიდან, საკუთარ ქვეყანაში დღესაც მოიაზრებიან განმანთავისუფლებლებლად , პროფესიონალებად, აღმშენებლებლად თუ დემოკრატიის შუქურებად, პოლიტიკურ დევნილებად. სარგებლობენ მფარველობით, მხარდაჭერითაც კი. მათ ნიშნავენ მაღალ თანამდებობებზე „მოკავშირე“ ქვეყნებშიც! დაპირებები, ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების, ადამიანის უფლებების, საკუთრების დაცვის, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენის, ეკონომიური გარემოს გაჯანსაღების, სამუშაო ადგილების შექმნის, სიღარიბის დაძლევის თუ სახელწიფოსათვის სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები ამ დროისათვის, სამწუხაროდ, კვლავ ოცნებად და შორეულ პერსპექტივად რჩება.
დღეს უკვე აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დიდწილად ამოწურა ნდობის ის უპირობო კრედიტი, რომლითაც აქამდე სარგებლობდა, სახელმწიფოში ავტორიტარიზმი, უმოქმედობაა გამეფებული. ინტრიგები, დაპირისპირება, შეცდომები თუ გადაცდომები... შელახულია ადამიანების უფლებები, ქვეყნის ცრუ წარმოჩენა, - ვითომ მიღწევების ბუტაფორიული რეიტინგები, საქმე გაკეთებული რეალურად არ ჩანს... სისტემაც არ ჩამოშლილა, ისევ მოქმედებს... დანაშაულმაც მოიმატა. ახლა, უკვე, ტერაქტიც დაემატა, სიმართლის მაძიებელი ადამიანი მისი შვილის საფლავს დააკლეს! ცინიზმი! ამაზე ამაზრზენი და შეურაცხმყოფელი რა უნდა იყოს - დამნაშავეებმა ვაზაგაშვილები კი არა ქვეყანაში სამართალი აგვიფეთქეს! და, ამ ყველაფრის უკან, არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ, როგორც მინიმუმ, ქვეყნის ხელისუფლების უმოქმედობა და დანაშაულებრივი გულგრილობა დგას. ვინ უნდა აგოს პასუხი? თუ კვლავ დაველოდოთ კიდევ კეთილდღეობის ეიფორიაში მყოფებთ როდის გავახსენდებით და ამის შემდეგ ვინ იქნება კიდევ შემდეგი?!
დავით ბეგიაშვილი
საინიციატივო უფლებამცველი ჯგუფის „ბიზნესმენები, საქართველოში თავისუფალი ბიზნესისათვის“ კოორდინატორი