ლუდში დამარინადებული ქათამი სატენით

ლუდში დამარინადებული ქათამი სატენით

დასერეთ ძვლებგამოცლილი ქათამი და წაუსვით დანაყილი ნიორი, მარილი, შავი წიწაკა და დაასხით 3 ჭიქა ლუდი. შეინახეთ მაცივარში 1 ღამით, ან ოთახის ტემპერატურაზე 3-4 საათით.

ღრმა ტაფაში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში. დაამატეთ დაჭრილი ქამა სოკო, ბეკონი, მარილი, წიწაკა, ნიორი და განაგრძეთ მოშუშვა 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 1 ჭიქა ნახევრად მოშუშული ბრინჯი და დაასხით 1 ჭიქა ლუდი. დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.

ლუდში დამარინადებული ქათამი გადაიტანეთ ზურგით თუნუქის დაფაზე. მუცლის ღრუ სატენით ამოავსეთ და ხის ჩხირებით დაამაგრეთ. მოსახით მორჩენილი ლუდის მარინადი. შედგით გახურებულ ღუმელში 220 გრადუს ტემპერატურაზე და დაახლოებით 1 საათი გააჩერეთ. გამზადებული გადაიტანეთ ბოსტნეულიან დიდ თეფშზე. მიირთვით ცხელი.

 ინგრედიენტები:

1 მოზრდილი, ძვლებგამოცლილი ქათამი,

1 ლიტრი ლუდი,

მარილი,

ნიორი,

შავი წიწაკა,

მწვანილები და სუნელები გემოვნებით,

1 ჭიქა ნახევრად მოხარშული გრძელი ბრინჯი,

წვრილად დაჭრილი 1 მოზრდილი თავი ხახვი,

2-3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,

200 გრ ქამა სოკო ან სოკოს მარინადი,

150 გრ ძეხვი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.

perfectcook.org