მსახიობები დემი მური და ჯენიფერ ენისტონი მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორებად მოგვევლინებიან. ფილმი იქნება მკერდის კიბოს შესახებ და იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ავადმყოფობა ადამიანების ცხოვრებაზე.
ფილმი "ხუთის" (Project Five) პროექტის ფარგლებში იქნება გადაღებული. მისი კურატორი პროდიუსერი და სცენარისტი მარტა კაუფფანია. იგი ადრე თანამშრომლობდა ენისტონთან, მსახიობი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა ტელესერიალში "მეგობრები", რომელზედაც კაუფფმანი მუშაობდა.
ახალი პროექტი 5 მოკლემეტრაჟიან ფილმს გააერთიანებს. ორ მათგანს მური და ენისტონი გადაიღებენ. მეოთხე ფილმის რეჟისორი მომღერალი ალიას კისი იქნება.
კიდევ ერთ ფილმს პეტტი ჯენკინსი გადაიღებს (რეჟისორი ფილმისა "მონსტრი" გად. 2003 წელს შერლიზ ტერონისა და კრისტინა რიჩის მონაწილეობით), მეხუთე მოკლემეტრაჟის გადამღების ვინაობა არ სახელდება. ფილმებს Lifetime ქსელის არხზე 2011 წლის ბოლომდე აჩვენებენ.