ცნობილი გახდა მულტფილმ "მონსტრების კორპორაციის" მეორე ნაწილის დასახელება.
ახალ ანიმაციურ ფილმში "მონსტრების უნივერსიტეტი" მოთხრობილი იქნება, თუ როგორ გაიცნო სალლიმ უმაღლეს სასწავლებელში მაიკ ვაზოვსკი და როგორ გადაიზარდა თავდაპირველი მტრობა ძლიერ მეგობრობაში.
იმედოვნებენ, რომ მთავარ გმირებს კვლავ ბილი კრისტალი და ჯონ გუდმანი გაახმოვანებენ. გაქირავებაში მულტფილმი 2012 წელს უნდა გამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ "მონსტრების კორპორაცია" 2001 წელს გამოვიდა და მისმა საკასო შემოსავალმა 520 მილიონი დოლარი შეადგინა.