საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, მინდია ჯანელიძემ საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. მან ტერორისტული აქტი დაგმო, ფრანგ ხალხს, დაღუპულების ოჯახის წევრებსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას მიუსამძიმრა და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფრანგი ხალხის, დაღუპულთა ოჯახებისა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობის მიმართ. თქვენს გვერდით ვდგავარ, ვიზიარებ თქვენს ტკივილს“, - ნათქვამია მინდია ჯანელიძის სამძიმრის წერილში.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, 7 იანვარს, სატირულ ჟურნალ Charlie Hedbo-ზე განხორციელებული თავდასხმის დროს, 12 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა.