შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ- საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში მცხოვრები, 1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი ონისე ო. ცეცხლსასროლი იარღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით ბორჯომის რაიონის დაბა ბაკურიანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ონისე ო-ს ავტომანქანის ჩხრეკისას ავსტრიული წარმოების „გლოკ-17“-ის მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).