ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რბილი ნაჭერი და ხახვი გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი ან ბულიონი და ტაფაზე მოვშუშოთ.
დავუმატოთ ცხიმი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, წიწაკით და დაკეპილი ოხრახუშით, ტარხუნით. როცა მოიშუშება, თავზე მოვასხათ გათქვეფილი კვერცხი. სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ტაფით.
ინგრედიენტები:
ძროხის ან ცხვრის ხორცი - 1 კგ,
წყალი ან ბულიონი – 4 სუფრის კოვზი,
ცხიმი - 2 ს/კ,
ტარხუნა, ოხრახუში - 2-3 ძირი,
კვერცხი – 2 ცალი,
პილპილი,
ნიორი,
წიწაკა,
მარილი გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.