შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ საქველმოქმედო აქციას შეუერთდა. სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები თელავისა და საგარეჯოს რაიონის 7 სოფლის მაცხოვრებელ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს ეწვივნენ. სამართალდამცველებმა მათ საკვები პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო, რეგიონის მასშტაბით, მომავალშიც გააგრძელებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების დახმარებას. შს სამინისტრო საქველმოქმედო აქციას აგრძელებს და საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოიცავს. სამინისტრო სულ 1000-მდე ოჯახს დაეხმარება. საქველმოქმედო აქცია კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ორგანიზებით განხორციელდა და რეგიონში მცხოვრები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ზამთრის პერიოდში საკვები პროდუქტებით დახმარებას გულისხმობს.