ჰარი პოტერი 3D ფორმატში

ჰარი პოტერი 3D ფორმატში

"პოტერიანა“ ფინალს უახლოვდება. ბოლო ნაწილი ბავშვის ისტორიისაა, რომელიც გადარჩა, ეკრანებზე ზაფხულში გამოვა. თუმცა, პოტერის უკვე წამოზრდილი თაყვანისმცემლები საყვარელ გმირს ვერ ელევიან.

სტუდია "Hustler Video"-მ გადაწყვიტა, მათ გული არ დასწყვიტოს და "ჰარი პოტერის“ მოტივებზე ფილმი დიდებისთვის გადაიღოს. სურათს, რომელსაც 3D ფორმატში გადაიღებენ, ერქმევა "This Ain’t Harry Potter XXX".

ფილმის ავტორების აზრით, ჰარი პოტერის თაყვანისმცემლები სიამოვნებით მიადევნებენ თვალს პატარა ჯადოქრების ეროტიკულ ფანტაზიებს, მით უმეტეს, რომ ჰარის, რონისა და ჰერმიონს უკვე შეუსრულდათ 18 წელი. "ჰარი პოტერი“ დიდებისათვის ეკრანებზე წლის ბოლოს გამოვა.

atb.ge