„როზა რუსთაველი“

„როზა რუსთაველი“

ამ ამბავს ბატონი მერაბ თავაძე ხშირად იგონებს.

მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის იზა გიგოშვილის საღამო იმართებოდა მოსკოვში.

მერაბმა, იზამ და გია ფერაძემ წინა ღამით გადაწყვიტეს რესტორან „პეკინში“ შესვლა სავახშმოდ. რესტორნის შესასვლელთან მოსკოველი ბომჟები მათხოვრობდნენ.

ერთ-ერთმა მათგანმა, ქართული საუბარი რომ გაიგონა, მიუახლოვდა და მოსკოვის სტუმრებს მიმართა: „ზემლიაკი, ნე პომოჟეტე?“ გია მიუბრუნდა და ჰკითხა: „კაკოი ტი მნე ზემლიაკ?“ ბომჟმა ხმას აუმაღლა: „კაკ, კაცო, უ მენია ჟენა გრუზინკა“. გია დაფიქრდა და ისევ ჰკითხა: „კაკ ზავუტ?“, ბომჟმა ამაყად უპასუხა: როზა.

გია ჩაეძია: „კაკ ფამილია?“. ბომჟი დაფიქრდა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ უპასუხა: რუსთაველი. გიას გაეცინა, ამოიღო ჯიბიდან სამი მანეთი, მისცა ბომჟს და რუსულად უთხრა, თუ რუსთაველია, მაშინ მეტიც გეკუთვნის, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენც გვიჭირს და იმედია, რუსთაველი გაგვიგებსო.