„შუმერების ანბანი“

„შუმერების ანბანი“

მსახიობი გია ჯაფარიძე ერთ „შემთხვევას“ ხშირად იხსენებდა:

“მტკვრის პირას მდებარე რესტორანში ვქეიფობდით ერთხელ. წყნარი ამინდი კი იდგა, მაგრამ მდინარე ადიდებული იყო.

ზურამ თქვა, ქაფიანიძემ, ახლავე გადავხტები და გავცურავ ბოლომდეო. მეც გაცხელებული მაქვს შუბლი და ტვინი. ზურა რად უნდა გადახტეს, მე უფრო ახალგაზრდა ვარ-მეთქი - ვთქვი და გადავფრინდი. მივცურავ და თურმე სანაპიროზე მომყვებიან მანქანით. ქაფიანიძე აღარ გადმომყვა, რადგან იდეაში შევეცილე. თითქოს ორივეს არ დაგვიტევდა ერთი მდინარე.

გამოფხიზლებულს დამიწყეს საქმის გარჩევა.

ნუგზარ ხიდურელი მეუბნება ზურაზე, ეს რომ ხტებოდა  ადიდებულ მტკვარში, მიზეზი და გამართლება ჰქონდა, აი, შენ რატომ ეჯიბრებიო? რა მიზეზია-მეთქი?– დავინტერესდი

-შუმერების ანბანს რომ მიადგა და დაამტკიცა, ერთი ასო ტყვილი გამოსულაო“.