სამხრეთელი ტარანტინო

სამხრეთელი ტარანტინო

კვენტინ ტარანტინო ახალ ფილმს, სახელწოდებით "სამხრეთელი" გადაიღებს. ამის შესახებ მსახიობმა უმა თურმანმა განაცხადა.

ტარანტინოს ფილმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2011 წლის თებერვალში გაჩნდა. იმ დროს გავრცელებული ცნობით, რეჟისორი ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებას აპირებდა.

უმა თურმანის თქმით, ფილმ "სამხრეთელის" გამო ფილმ "მოკალით ბილის" მესამე ნაწილის გადაღება გაურკვეველი ვადით გადაიდო.

შეგახსენებთ, ამ სურათის პირველი ორი სერია გაქირავებაში 2003 წელს და 2004 წელს გამოვიდა.