მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს საკუთარი შვილები ზოგჯერ ვერ ცნობდნენ და მათ გამო ერთხელ კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდა.
„მეუღლემ დამირეკა, - ბავშვები შენ გამოიყვანე ბაღიდანო (ტყუპი გოგონები მყავს). მივედი ბაღში.
- ჩემი შვილები უნდა წავიყვანო სახლში, - ვუთხარი მასწავლებელს.
- ამოირჩიეთ, რომლებია, - ჩავვარდი საგონებელში.
- აი, ის ორი - დავადგი თვალი, ძალიან რომლებიც მომეწონა იმათ.
- თქვენია? - დაეჭვდა მასწავლებელი.
- საკუთარი, - არ გავიტეხე იხტიბარი.
- თქვენი მამააა? - შეეკითხა მასწავლებელი ბავშვებს.
- ალლლააა!! - იღრიალეს ბავშვებმა.
- თქვენი არაა! - არა! - გაკაპასდა მასწავლებელი.
მოკლედ, ჩემ ცოლს დაურეკეს და ძლივს გაგვატანეს ბავშვები. საქმე ის იყო, რომ როლში წვერი მქონდა და იმ დილით გავიპარსე. ასეც ხდება, ვერ მიცნეს შვილებმა.“