რომან "12 სკამის" შექმნის ისტორია აღწერილია ვალენტინ კატაევის წიგნის “ჩემი ალმასის გვირგვინის” ერთ-ერთ თავში. ამ მონათხრობის მიხედვით ვალენტინ კატაევს სადღაც წაუკითხავს, რომ ალექსანდრე დიუმა მამა, “სამი მუშკეტერის” და არა მხოლოდ ამ წიგნის ავტორი, თავის მრაცალრიცხოვან რომანებს მარტო არ წერდა. ის ქირაობდა რამდენიმე ნიჭიერ, მაგრამ უსახელო ავტორს მისი ჩანაფიქრის ფურცელზე გადასატანად, შემდეგ კი მათ ხელნაწერს დიუმა ოსტატის ხელით დაუვლიდა და რომანიც მზად იყო.
ასე წერს ყოველ შემთხვევაში ბატონი კატაევი. მან გადაწყვიტა მიებაძა დიდი ფრანგი ავტორისთვის, რადგან აღარ იცოდა რა გაეხერხებინა სიუჟეტებისთვის, რომელიც გამუდმებით მოსდიოდა თავში. ამ სიუჟეტებს შორის ამოტივტიდა სიუჟეტი ბრილიანტებზე, რომლებიც რევოლუციამდე დამალეს სასტუმრო ოთახის გარნიტურის 12 სკამიდან ერთ-ერთში.
ეს სიუჟეტი მან ილია ილფს და ევგენი პეტროვს უამბო, მეგობარსა და ძმას ლიტერატურული მოჯამაგირებოა შესთავაზა. მათ უნდა დაემუშავებინათ თემა, დაეწერათ რომანის შავი პირი, შემდეგ კი ვალენტინ კატაევი მათ ნაშრომს გააშალაშინებდა. მამა-დიუმასგან განსხვავებით, ის არ აპირებდა თანაავტორების გვარების დამალვას, ჰონორარსაც სამივენი თანაბრად გაიყოფდნენ.
კატაევის წინადადება საღ აზრს არ იყო მოკლებული, იქიდან გამომდინარე, რომ იმ დროს ის ფრიად პოპილარული იყო, მის ხელნაწერებს გამომცემლები ერთმანეთს ეცილებოდნენ, წარმატებულ პროზაიკოსს დრო არ ყოფნიდა გეგმების განხორცილებისთვის, ძმას და მეგობარს კი მხარდაჭერა არ აწყენდათ. კატაევმა ახალგამომცხვარი ლიტერატურული მოჯამაგირეები მომავალი რომანის გეგმა დაწვრილიბით გაუწერა. თავად კი მწვანე კონცხზე გამოეგზავრა ჩვენთან ბათუმის მახლობლად. იქ ვოდევილს თხზავდა სამხატვრო თეატრისთვის.
ილფმა და პეტროვმა რამდენჯერმე გაუგზავნეს სასოწარკვეთილი დეპეშა, რჩევას თხოვდნენ რომანის წერისას წამოჭრილ ამა თუ იმ საკითხზე. კატაევი თავდაპირველად მოკლედ პასუხობდა, “თავად იფიქრეთ”, მალე კი მოსკოვში დაბუნებისთანავე ილფმა და პეტროვმა თავი დაუკრეს და ცივად განუცხადეს, რომ ექვსი ფურცელის მეტი ვერ დაწერეს. ერთ-ერთმა მათგანმა საქაღალდედან ხელნაწერი ამოიღო, მეორე კი ხმამაღლა შეუდგა კითხვას.
კატაევი მიხვდა ამ რომანს გაშალაშინება არაფრად დასჭირდებოდა და რომ არანაირი უფლება არ ქონდა რომანის ყდაზე საკუთარი გვარიც მიეთითებინა. თანაავტორებმა არა მხოლოდ ბრწყინვალედ შეასრულეს მათთვის მითითებული სიუჟეტური სვლები, არა მხოლოდ ბრწყინვალედ აღწერეს ვორობიანინოვი, არამედ რომანში შემოიყვანეს მათ მიერ შექმნილი სრულიად ახალი შესანიშნავი პერსონაჟი ოსტაპ ბენდერი.
შემდგომ ვალენტინ კატაევმა გამომცემლობასთან ხელშეკრულება ილფისა და პეტროვის სახელზე გადააფორმა. არ ღირს ჩათვალოთ, რომ კატაევი უანგაროდ მოქმედებდა. მან თანაავტორებს ორი პირობა წაუყენა. მათ რომანი მისთვის უნდა მიეძღვნათ და ეს მიძღვნა წარწერილი უნდა ყოფილიყო ყოველი გამოცემის როგორც რუსულის, ასევე უცხოურის თავფურცელზე.
ამაზე თანაავტორები მარტივად დაყაბულდნენ, მით უფრო, რომ იმაშიც კი არ იყვნენ დარწმუნებულნი, ერთხელ მაინც თუ გამოსცემდნენ რომანს. დღესაც ”12 სკამის” ნებისმიერ თანამედროვე გამოცემის თავფურცელზე უცვლელად წაწერილია მოკლე ფრაზა: ”ეძღვნება ვალენტინ პეტრეს ძე კატაევს”. კატაევის მეორე პირობა ასეთი იყო: წიგნის ჰონორარით თანაავტორებს მისთვის ოქროს პორტსიგარი უნდა შეეძინათ საჩუქრად. მცირედი განხილვის შემდეგ ილფი და პეტროვი ამ პირობაზეც დათანხმდნენ. ამის შემდეგ ისინი დღე და ღამე თავდაუზოგავად წერდნენ “12 სკამის” დაუღალავი მაძიებლების ამბავს.