ელიზაბეტ ტეილორისა და მისი პირველი საქმროს ინტიმურ მიმოწერას აუქციონზე გაიტანენ. ამის შესახებ "ასოშიეიტ პრესი" იტყობინება. ამ ბარათებს ადრე არასდროს უნახავს დღის სინათლე. ისინი 1949 წლით თარიღდება, როცა ტეილორი მხოლოდ 17 წლის იყო. 60 ბარათის ადრესატი 22 წლის უილიამ პოულია, რომელიც ბრაზილიაში აშშ-ის ყოფილი ელჩის ვაჟი იყო. თითოეული წერილი ვარდისფერი მელნითაა დაწერილი ვარდისფერ ფურცელზე.
ონლაინ აუქციონი American Authograph Auction 19-დან 26 მაისის ჩათვლით გაიმართება. სატრფოსთან მიწერილი წერილის გარდა, კოლექციაში მსახიობის დედის წერილიცაა შესული, რომელიც იმავე პოულის მისამართითაა დაწერილი. აუქციონის ორგანიზატიორები აცხადებენ, რომ ტეილორის გარდაცვალებამდე ამ წერილების მთლიანი ღირებულება 25-30 ათას დოლარს შეადგენდა. ახლა კი მათი ფასი სამჯერ მეტი უნდა იყოს.
თითქმის ყოველ წერილში ელიზაბეტ ტეილორი საქმროს საკუთარ უკიდეგანო სიყვარულში არწმუნებს. "არასდროს განმიცდია ასეთი სიყვარული, ეს სიყვარული იმდენად სრულყოფილი და სავსეა... ცხოვრებაში ამის მესამედი გრძნობითაც არ მყვარებია არავინ, როგორც შენ... და ვერც ვერასდროს შევიყვარებ",_ნათქვამია ერთ-ერთ გზავნილში.
ტეილორმა და პოულიმ ჯვარი 1949 წლის დასაწყისში დაიწერეს, თუმცა პირველ ქორწილამდე ერთი წლით ადრე ელიზაბეტი კონრად ჰილტონ-უმცროსთან, "ჰილტონის" სასტუმროთა ქსელის დამფუძნებლის ვაჟთანაა. თუმცა უკვე სექტემბერში მსახიობმა საქორწილო ბეჭედი საქმროს გაუგზავნა და მას ჰილტონთან თავისი სასწრაფო დაქორწინების შესახებ შეატყობინა.
შეგახსენებთ, პრემია "ოსკარის" მფლობელი ელიზაბეტ ტეილორი 2011 წლის 23 მარტს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების მიზეზად გულის უკმარისობა სახელდება. ელიზაბეტ ტეილორი ლოს ანჯელესში მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც უფრო ადრე მომღერალი მაიკლ ჯექსონი იყო დაკრძალული.