კონსტანტინე მახარაშვილმა პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

კონსტანტინე მახარაშვილმა პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა

შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კონსტანტინე მახარაშვილმა მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში საგუშაგოები მოინახულა და პირად შემადგენლობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა. დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ოკუპაციის ხაზთან განლაგებული საგუშაგოების განახლებისთვის ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებით და მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაურის მხარდაჭერით 2014 წელს საგუშაგოების ინფრასტრუქტურის განვითარება დაიწყო, რაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.