უახლოეს ხანებში, ინდოელი პროდიუსერები ფილების გადაღებას საქართველოში დაიწყებენ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კერძოდ კი მაისიდან, ბოლივუდი ფილმების გადაღებას დაიწყებს. საწყის ეტაპზე საუბარია ორი ინდური ფილმის გადაღებაზე.
შეგახსენებთ, რომ იანვარში საქართველოში ბოლივუდის პროდიუსერები უკვე იმყოფებოდნენ. ბოლო პერიოდში ბოლივუდისთვის საზღვარგარეთის ქვეყნებში ფილმების გადაღება პრიორიტეტული გახდა. ბოლივუდი საქართველოში იმავე საგადასახადო რეჟიმით ისარგებლებს, როგორც სხვა ნებისმერი უცხოელი ინვესტორი.
ინდოელი პროდიუსერები ამბობენ, რომ საქართველოში ძირითადად ტრილერებისა და ექშენების გადაღებას გეგმავენ და სათანადო სცენარებიც უკვე არსებობს. 2010 წლის ნოემბერში ქართული დელეგაციის ინდოეთში ვიზიტისას, ინდური კინოს ცნობილმა ვარსკვლავმა, ამირხანმა საქართველოში ჩამოსვლისა და მისი მონაწილეობით ფილმის გადაღების მზადყოფნა გამოთქვა.