შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს წარმომადგენლებმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა გარე საზღვრებზე თანამშრომლობის ევროპული სააგენტოს (FRONTEX) მიერ ორგანიზებული ესკორტირების ტრენინგის დახურვის ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სწავლების მონაწილეებს „FRONTEX“ -ის სერთიფიკატები გადაეცათ.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
სწავლებაზე „FRONTEX“-ის ექსპერტებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, „FRONTEX“-ის რეგულაციები და ქცევის კოდექსი, თვითმფრინავის უსაფრთხოების შემოწმება და სხვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრენინგის ბოლო დღეს პრაქტიკული სწავლება გაიმართა.