თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ავღანეთში, ბაგრამის სამხედრო ბაზაზე სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს  მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სამხედროები  სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.