ბრიტანელი მსახიობი ჯერემი აირონსი და ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სთოუნი სცენაზე კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენისა და მწერალ ჟორჟ სანდის სიყვარულის ისტორიას განასახიერებენ.
სპექტაკლის პრემიერა იტალიაში გამართულ ხელოვნების ფესტივალზე 5 აგვისტოს შედგება. აირონსი და სთოუნი იმ წერილებს წაიკითხავენ, რომლებსაც შოპენი და სანდი ერთმანეთს, ასევე, სხვა ადრესატებს სწერდნენ. წერილები შოპენის მუსიკის ფონზე გახმიანდება. შემსრულებლებს შორის იქნებიან ვიოლინჩელისტი ნინა კოტოვა და პიანისტი ლუსი პერხემი.
ჟორჟ სანდისა და შოპენის ურთიერთობა 1838 წელს დაიწყო და ათი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მათი სიყვარულის ისტორია აისახა ჟორჟ სანდის რომანში "ლუკრეცია ფლორიანი".