საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეუღლემ კარლა ბრუნიმ ფრანგული გაზეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პირველი ლედის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ გამოცემამ მისი თანხმობის გარეშე ინტერნეტში განათავსა მისი სიმღერა.
ჯერ კიდევ გასულ თვეში ფრანგულმა გამოცემამ Midi Libre-მ საკუთარ საიტზე აუდიოვერსია გამოაქვეყნა, სადაც ბრუნი მეორემსოფლიოომისდროინდელ სიმღერას ასრულებს. "სიმღერის ეს ნაწყვეტი მხოლოდ შავი ვარიანტია და არა საბოლოო ჩანაწერი", - განმარტა სარკოზის მეუღლის პრესმდივანმა.
გაზეთი საკუთარ დანაშაულს უარყოფს. მათი თქმით, სიმღერის ავტორის შარლ ტრენეს გარდაცვალებიდან ერთი წლის გამო მისი ავტორის საპატივსაცემოდ განათავსეს ეს სიმღერა. "ჩვენ სულაც არ ვფიქრობდით, რომ კარლა ბრუნი განაწყენდებოდა", - აღნიშნა გაზეთის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, კარლა ბრუნი ამჟამად თავის მეოთხე ალბომზე მუშაობს. ფირფიტის გამოშვების ვადა ჯერჯერობით უცნობია.