შსს-ს აკადემიაში ტრენინგები ჩატარდა

შსს-ს აკადემიაში ტრენინგები ჩატარდა

შსს-ს აკადემიაში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის –„საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ ფარგლებში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე „მიგრანტთა უკანონო გადაყვანა“.  სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის, მათ შორის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, შსს-ს აკადემიის და საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა. ტრენინგი დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულმა, ინტეგრირებული საზღვრის მართვის ექსპერტმა მარკ რიჩმონდმა ჩაატარა.

ღონისძიების მიზანია სამართალდამცველი ორგანოების შესაძლებლობების გაზრდა საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და მიგრაციის მართვის, არალეგალურ მიგრაციასთან და ტრანსსაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის, ევროკავშირი-საქართველოს შორის დაგეგმილი ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმის, განსაკუთრებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პროექტი ასევე ითვალისწინებს მიგრაციის მონაცემების მართვის უწყებათშორისი სისტემის განვითარებას.

პროექტს „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაუმჯობესება საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) 2014 წლიდან ახორციელებს.