წვრილად დაჭრილ ნიორს შეურიეთ მარილი, პილპილი, კვლიავისა და კამის თესლი და დაფქული ქინძი. დაუმატეთ თაფლი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და სოიოს სოუსი. მიღებული მასა წაუსვით ღორის ნეკნებს.
ამის შემდეგ, ნეკნები შეწვით ზეთში. შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი და შუშეთ ნელ ცეცხლზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.
ეს კერძი სუფრასთან მიიტანეთ ახალ ან დამწნილებულ ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად.
ინგრედიენტები:
2 კგ ღორის ნეკნები,
2 თავი ნიორი,
2 ს.კ. თაფლი,
6 ს.კ. ზეთი,
4 ს.კ. სოიოს სოუსი,
1 მწიკვი კვლიავისა და კამის თესლი,
დაფქული ქინძი,
დაფქული შავი პილპილი,
მარილი.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ოცხანური საფერე.