ახლადდაკრეფილი ჭინჭარი დიდ ქვაბში მოხარშეთ. როდესაც მოიხარშება კარგად გაწურეთ, შეაზილეთ დაჭრილი ქამა და ქინძი. ამას დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ნიგოზი და მოშუშული ხახვი.
შემდეგ, მოზილეთ მაგარი სახინკლე ცომი, გააბრტყელეთ, ამოჭერით, დადეთ თითოეულზე ჭინჭარი და ხინკლისებურად მოახვიათ.
ინგრედიენტები:
2 კილო ჭინჭარი,
ფქვილი,
8 ძირი ნედლი ხახვი,
4 კონა ქინძი,
6 ძირი ცერეცო ან კამა,
1 ჩ/ჭ გატარებული ნიგოზი ან თხილი,
2 კბილი ნიორი,
მარილი და წიწაკა გემოვნებით.
მისაყოლებლად რეკომენდირებულია ხილის არაყი