Master of Puppets  ყველა დროის საუკეთესო სიმღერად აღიარეს

Master of Puppets ყველა დროის საუკეთესო სიმღერად აღიარეს

გიტარების მწარმოებელმა კომპანია Gibson–მა ყველა დროის 50 საუკეთესო მეტალისტური სიმღერა დაასახელა. რეიტინგის შედგენისას კომპანიის საიტის მომხმარებლის მიერ მიცემული ხმები იქნა გათვალისწინებული.

პირველი ადგილი სიაში Metallica–ს სიმღერამ Master of Puppets–მა დაიკავა. ესაა კოლექტივის მიერ მესამე სტუდიური ალბომის საწყისი კომპოზიცია, რომელიც 1986 წელს გამოვიდა.

Gibson–ის სიაში ყველაზე ხშირად ჯგუფი Judas Priest–ი ფიგურირებს. ამ კოლექტივის კომპოზიციებიდან რეიტინგში შვიდი მათგანი მოხვდა.

საუკეთესო მეტალისტური სიმღერების პირველი ათეული კი ასე შედგა:

1. Metallica - “Master of Puppets“

2. Motorhead - “Ace of Spades“

3. ოზი ოსბორნი - “Crazy Train“

4. Black Sabbath - “Iron Man“

5. Iron Maiden - “The Number of the Beast“

6. Black Sabbath - “War Pigs“

7. Black Sabbath - “Paranoid“

8. Metallica - “One“

9. Iron Maiden - “Hallowed Be Thy Name“

10. Judas Priest - “Breaking the Law“