მჟაუნის სუპი

მჟაუნის სუპი

დაჭერით ხახვი და დახეხეთ სტაფილო, ქვაბში ჩაასხით 1-2 სადილის კოვზი ზეთი და ჩაყარეთ ხახვი  სტაფილოსთან ერთად. როცა მოითუშება, დაახლოებით 3-4 წუთში, დააყარეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი და დაასხით 2 ლიტრი წყალი (შეიძლება 1.5 ლიტრაც). აქვე შეგიძლიათ დაუმატოთ ბოსტნეულის ბულიონის კუბიც. ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი.

როცა წყალი ადუღდება, გადაიყვანეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ, გარეცხეთ და დაჭერით მჟაუნა, ჩაყარეთ ქვაბში. აცალეთ 15 წუთი მაინც, რომ სიმჟავე კარგად გამოვიდეს. სუფის მზადებიდან დაახლოებით 20-25 წუთში გაუსინჯეთ გემო დაამატეთ მარილი გემოვნებით. ბევრი არ უნდა დაჭირდეს.

ქურის გამორთვამდე 2-3 წუთით ადრე ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილები. მწვანილებს დიდხანს ნუ ხარშავთ, თორემ მწვანე ფერი ყავისფერით შეიცვლება.

ინგრედიენტები:

მჟაუნა - 1 კონა (200-300 გრ),

ხახვი - 1 საშუალო ზომის თავი,

სტაფილო - 1 დიდი თავი,

კარტოფილი - 1 ან 2 ცალი,

მწვანილები - ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი - თითო კონა,

მარილი და ცოტაოდენი ზეთი.

perfectcook.org