ლეგენდარული ამერიკელი მსახიობის – არნოლდ შვარცენეგერის პირველი სერიოზული პროექტი მას შემდეგ, რაც იგი დიდ პოლიტიკას ჩამოშორდა და კინოში დაბრუნება გადაწყვიტა, გახლავთ ფილმი სახელწოდებით – “მართალი სიცრუის“ სიქველი.
შვარცნეგერის ფანებისათვის ამ გულისგამახარებელი სიახლის შესახებ რესურს MovieWeb-ს მსახიობის მეგობარმა ტომ არნოლდმა შეატყობინა, რომელიც ფილმის ორიგინალში მთავარი გმირის ჰარი ტასკერის მეწყვილის როლს ასრულებს.
ტომის თქმით, შვარცენეგერმა სცენარი წაიკითხა და ძალიან მოეწონა. სცენარის ავტორები არიან ჯეიმს კემერონი და ახალგაზრდა კაცი, სახელად ჯეფ ისტინი. ეს უკანასკნელი ფილმის პროდიუსერიც იქნება. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეარხი ABC აპირებდა, ჰარი ტასკერის ბრძოლა ბოროტმოქმედებთან ტელესერიალში გაეგრძელებინათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ოფიციალურად ჯერჯერობით მიღებული არ არის.
atb.ge