ბოლო როლი

ბოლო როლი

გუგული მგელაძის ფილმში “ფესვები” დოდო აბაშიძემ თავისი ბოლო როლი ითამაშა.

სურათის პრემიერისას ის უკვე საავადმყოფოში იწვა. ბატონი გუგული მოგვიანებით იხსენებდა:

“ეპიზოდი, სადაც დოდო ტაქსში ზის და პარიზის ქუჩებში, შვილიშვილთან ერთად გურულ სიმღერას მღერის, კინაღამ ჩაიშალა, რადგან მსახიობმა განაცხადა, რომ ხშირი მოძრაობის გამო პარიზის ქუჩებში საჭესთან ვერ დაჯდებოდა. ეს მაშინ, როცა ჩვენი საფრანგეთში ცხოვრება უზარმაზარი თანხა ჯდებოდა.

ერთი გამნათებელი გვყავდა, მივიდა დოდოსთან და ეუბნება: ჩვენ აქ სამშობლოსათვის ვიღებთ ფილმს და შენ რას გვიშვებიო., არა გრცხვენიაო? დოდომ მოუსმინა, დაჯდა ტაქსზე და წავიდა”.