ხორცის და ღვინის ჰარმონია

ხორცის და ღვინის ჰარმონია

გარეცხილი, გამშრალი ხორცი დაჭერით. ამასობაში, კარგად გაახურეთ ღუმელი. შემდეგ, დაჭერით ხახვი. სტაფილო და ნიახურის ძირი დაკეპეთ და ყველაფერი ტაფაზე ერბოში მოშუშეთ.

დაასხით ღვინო, ბულიონი, ლიმონის წვენი, სოიის საწებელი, ჭარხლის ვაჟინი. შეანელეთ სუნელით, მარილით, პილპილით... დაუმატეთ ღორის ხორცი, დაფნის ფოთლები და თავდახურული 20 წუთი შუშეთ ღუმელში.

ხორცი გამოიღეთ და თბილ ადგილას შეინახეთ. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი. ბოსტნეული მიქსერით ათქვიფეთ და სახამებლით შეასქელეთ.

კერძს შეგიძლიათ გარნირად დაუმატოთ ორთქლში მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო.

ინგრედიენტები:

600 გ ღორის მჭლე ხორცი,

1 თავი ხახვი,

ნახევარი კონა ნიახურის ძირი,

40 გ ერბო,

250 გ წითელი ღვინო,

1 ლიმონის წვენი,

50 გ სოიის საწებელი,

2 ს/კ ჭარხლის ვაჟინი,

1 ჩ/კ ხარჩოს სუნელი,

2 ფოთოლი დაფნა,

1 ს/კ სახამებელი.

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.