მაკარონის სასარგებლო თვისებები

მაკარონის სასარგებლო თვისებები

საკვებ რაციონში მაკარონის შეტანას ბევრი ადამიანი იმ მიზეზით არიდებს თავს, რომ წონაში არ მოიმატონ. არადა, ეს პროდუქტი მხოლოდ წყლის და ფქვილისგან მზადდება.

მაკარონი მდიდარია ნახშირწყლებით. ეს უკანასკნელი კი ორგანიზმში ქმნის, ეგრეთ წოდებული, ქიმიური რეაქციის ძაფს, რომლის შედეგადაც ხდება ტვინში ტრიფტოფანის რაოდენობის მომატება. ტრიფტოფანი ამინომჟავაა, რომლის სინთეტიკური ანალოგიც საძილე საშუალებების მოსამზადებლად გამოიყენება. ნორმალური, დოზირებული ტრიფტოფანი კონკურენციას უწევს სხვა ამინომჟავებს ტვინში სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაში. ისინი ასტიმულირებს სისხლში ინსულინის რაოდენობას. ეს კი, ახდენს სხვა დანარჩენი ამინომჟავების დაბლოკვას, რითაც გზას უთავისუფლებს ტრიფტოფანს, რომელიც ტვინში სეროტონინად გადაიქცევა. ამის შედეგად კი ადამიანს საგრძნობლად უუმჯობესდება გუნება-განწყობა. ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დაძაბულობა და სტრესი ტკბილეულითა და ცომეულით შეიმსუბუქონ, ინსტინქტურად მიილტვიან სწორედ ამ მექანიზმის ასამუშავებლად. ხოლო, იმისთვის, რომ ტვინში გაზარდოთ სეროტონინის რაოდენობა, საჭიროა ნახშირწყლით მდიდარი პროდუქტის მიღება.

ის, ვინც სწრაფად ნაყრდება და შედარებით ძნელად ახერხებს განტვირთვას, სამუშაო დღის ბოლოს მაკარონი უნდა ჭამოს.

ხორბლის ფქვილი, რისგანაც მაკარონი მზადდება, ღარიბია რკინით და სხვა აუცილებელი მიკრო და მაკრო ელემენტებით. ამიტომ, მოხარშულ მაკარონს გარნირად უნდა დაუმატოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და საკმაზ-სანელებლები.

მიირთვით მაკარონი მწვანილთან და ბოსტნეულთან ერთად, შეგიძლიათ, მას ერთი ჭიქა წითელი ღვინოც მიაყოლოთ. ნურც წონაში მომატებაზე ინერვიულებთ, რადგან მოხარშული მაკარონი, ყოველგვარი გარნირის გარეშე არ არის საშიში თქვენი წონისთვის.