ბრიტანული არმიის გენერალური ინსპექციის დელეგაციის ვიზიტი (ვიდეო)

ბრიტანული არმიის გენერალური ინსპექციის დელეგაციის ვიზიტი (ვიდეო)

საქართველოში პირველად  სამუშაო ვიზიტით ბრიტანული არმიის გენერალური ინსპექციის დელეგაცია იმყოფება. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ბარი გრინი და ინსპექტორი, მაიორი დევიდ გიბსი  საქართველოში სამდღიანი ვიზიტით ჩამოვიდნენ.

ვიზიტის  მიზანს  საქართველოს თავდაცვის უწყებისთვის ბრიტანეთის გენერალური ინსპექციის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა წარმოადგენს.

დღეს,  პოლკოვნიკმა ბარი გრინმა  თავდაცვის სამინისტროში, თემაზე  „დიდი ბრიტანეთის მიდგომის გაზიარება, ურთიერთობები და ზეგავლენა მენეჯმენტზე“, პრეზენტაცია წარადგინა.  პრეზენტაციის მიზანი გამოცდილების გაზიარება და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის,   სისტემური მხარდაჭერის გაცნობა იყო.  ბრიტანელმა პოლკოვნიკმა ყურადღება  კოორდინირებული, სისტემური მუშაობის ეფექტურობაზე გაამახვილა და  დიდი ბრიტანეთის არმიის მოდელზე ისაუბრა.  პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

პრეზენტაციას   საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის დასასრულს,  პოლკოვნიკი ბარი გრინი და მაიორი დევიდ გიბსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ ქაროსანიძეს შეხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ვიზიტის შედეგების გაცნობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იქნება.