მწვანე ბარდის სოუსი კარტოფილით

მწვანე ბარდის სოუსი კარტოფილით

გავფცქვნათ კარტოფილი, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვხარშოთ დაახლოებით იმდენ წყალში, კარტოფილს რომ ფარავდეს.

ვხარშოთ დაახლოებით 15 წუთი. გადავუწუროთ ნახევარი წყალი და დავუმატოთ გარეცხილი ბარდა. ვხარშოთ დამატებით 15 წუთი

გავფცქვნათ პომიდორი და დავჭრათ კუბიკებად. დავუმატოთ კარტოფილს და ბარდას და ვშუშოთ 5 წუთი. დავუმატოთ ზეთი, ნიორი, მარილი და პილპილი. ამის შემდეგ, ბარდისა და კარტოფილის გემრიელი სოუსი უკვე მზადაა

ინგრიდიენტები:

0,5 კგ მწვანე ბარდა,

3-4 საშუალო ზომის კარტოფილი,

2 ცალი პომიდორი,

ახალი ქინძი,

ნიორი (2-3კბილი),

ზეთი,

მარილი,

პილპილი.

მისაყოლებლად რეკომენდირებულია ტროპიკული ხილის ნატურალული წვენი.

perfectcook.org