ჯგუფ Bon Jovi–ს ლიდერმა ბონ ჯოვიმ კომპანია Apple–ის დამაარსებელი სტივ ჯობსი "მუსიკალური ბიზნესის მკვლელობაში“ დაადანაშაულა. ერთ–ერთ ინტერვიუში მომღერალმა განაცხადა, რომ თანამედროვე ახალგაზრდობა მუსიკას ისე არ აღიქვამს, როგორც ამას გასული წლის მსმენელი აკეთებდა.
"ადრე მოზარდები ყურსასმენებს იკეთებდნენ, ხმას მაქსიმუმამდე უწევდნენ, თვალებს ხუჭავდნენ და ალბომში იძირებოდნენ... ეს მაგიური დრო იყო. თანამედროვე მსმენელი მოკლებულია ამ განცდებს“ – აცხადებს ბონ ჯოვი. ამაში კი, მუსიკოსის თქმით, პირადად სტივ ჯობსია დამნაშავე.
სავარაუდოდ, მუსიკოსს მხედველობაში ჰქონდა ონლაინ–მაღაზია iTunes–ი, სადაც მუსიკა ციფრულ ფორმატში იყიდება. ამგვარად, მსმენელს აღარ ჭირდება ალბომების შეძენა ფიზიკური მატარებლებით. თავად Bon Jovi–ს ალბომები და ბონ ჯოვის სოლო ნამუშევრები iTunes–ში ასევე ხელმისაწვდომია.