ჯექსონის ოჯახური რაფსოდია

ჯექსონის ოჯახური რაფსოდია

აშშ–სა და დიდ ბრიტანეთში შემოდგომაზე გამოვა წიგნი მაიკლ ჯექსონის შესახებ, რომელიც მისმა უფროსმა ძმამ ჯერემი ჯექსონმა დაწერა. თავად ჯერემის განცხადებით, მომღერლის ოჯახს არ სურს, რომ მაკლ ჯექსონის ცხოვრება და გარდაცვალება მარად საიდუმლოდ დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ჯერემი ჯექსონმა პრესა მაიკლ ჯექსონის პირადი ცხოვრების შესახებ ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა. ახლა კი ის, როგორც წიგნის ავტორი, აცხადებს, რომ საზოგადოებას მიეცა შესაძლებლობა, შეიტყოს სიმართლე მისი ცნობილი ძმის შესახებ, და მას სხვა თვალით შეხედოს.

"ამ წიგნის დაწერა დავიწყე იმედით, რომ მაიკლის მილიონობით ფანი თავის კუმირზე ბევრ სიახლეს შეიტყობს, დანარჩენები კი, უბრალოდ, თავიანთ სულებში თანაგრძნობას აღმოაჩენენ. ახლა, როდესაც ჩემი ძმის ცხოვრება და სიკვდილი განსაჯეს, ჩვენი დროც დადგა,“ – განაცხადა ჯერემი ჯექსონმა.

წიგნის სათაური იქნება "სიმართლე მისი ცხოვრების შესახებ.“