ცოტა ხნის წინ გენეალოგიის ბრიტანელმა სპეციალისტმა ნიკ ბარატმა გამოარკვია, რომ ცნობილი კინომსახიობი ჯონი დეპი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შორეული ნათესავები არიან. უფრო ზუსტად კი - კუზენები მეოცე თაობაში.
მკვლევარის მტკიცებით, მსახიობი და მისი უდიდებულესობა ხუთას წელზე მეტი ხნის წინ დანათესავდნენ.
იმ პერიოდში ჯონი დეპის შორეული წინაპარი მამაკაცი დაქორწინდა მშვენიერ ასულზე, რომელსაც სამეფო ოჯახთან ჰქონდა კავშირი.
თვითონ „ნათესავები“ - ჯონი დეპი და დედოფალი ელისაბედი ამ განცხადებაზე არანაირ კომენტარს არ აკეთებენ.