2011 წლის პირველ მაისს თბილისში პირველად ჩატარდება ფოტომარათონი. მისი მონაწილეები რვა საათის განმავლობაში ივლიან ქალაქში და შეაგროვებენ ფოტომასალას 16 სხვადასხვა თემაზე. მათგან ელიან კრეატიულობასა და გამძლეობას.
ფოტომარათონის შედეგების პრეზენტაცია მოეწყობა გოეთეს ინსტიტუტში “გერმანიის კვირეულზე თბილისში“ (2011 წლის 16–დან 26 მაისამდე). ამ გამოფენაზე გამოჩნდება, თუ როგორ აღიქვა და როგორი ინტერპრეტაცია მისცა თითოეულმა ფოტოგრაფმა, თუ ფოტოგრაფების ჯგუფმა ფოტომარატონისთვის გათვალისწინებულ 16 სხვადასხვა თემას.
გამოფენა გაიხსნება 2011 წლის 16 მაისს 15 საათზე გოეთეს ინსტიტუტში. დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო ფოტოსერიას და დააჯილდოვებს მათ შემქმნელებს სხვადასხვა პრიზით. გამოფენის დამთვარიებლებსაც შეეძლებათ დაასახელონ თავიანთი რჩეული.
ფოტომარათონი თბილისის 21–ე საშუალო სკოლის (მე–11 კლასის) საჯარო ღონისძიებაა, რომელიც გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ტარდება. მას კოორდინაციას უწევს მაგნუს ლორენცი, საინიციატივო პროგრამის “კულტურველტ“ მოხალისე, რომელიც ამჟამად 21–ე სკოლაში მუშაობს.